www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საგანმანათლებლო პროგრამა იტალიაში
მომწოდებელი: ევროპის აკადემიური ცენტრი
გამოქვეყნდა: 7 ივნისი / განცხადების ვადა: 23 ივნისი

"ევროპის აკადემიური ცენტრი" გთავაზობთ განახლებულ საგანმანათლებლო პროგრამას იტალიაში.

რომი, მილანი და ნეაპოლი.

პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ მოსწავლეებს, სტუდენტებსა და ახალგაზრდა პროფესიონალებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საერთაშორისო სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და ორგანიზაციების მუშაობით.

დელეგაციის წევრებს საშუალება ექნებათ შეხვდნენ საერთაშორისო ექსპერტებს, ჩაერთონ საინტერესო დისკუსიებში და დაგეგმონ მომავალი თანამშრომლობის გზები!

სამუშაო ენა: ინგლისური

იტალიაში დაგეგმილია ქართული დელეგაციის ვიზიტი შემდეგ ორგანიზაციებში:

** იტალიის უზენაესი სასამართლო რომში;
** ნეაპოლის უძველეს უნივერსტეტებში;
** მილანში სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან

პროექტის ვადები: 2019 წლის 23- 28 ივნისი

პროექტში მონაწილეობის სრული საფასური არის 680€ ეკვივალენტი ლარში.

მონაწილეობის საფასურში შედის:

** საცხოვრებელში განთავსება ქალაქებში
** ავიაბილეთების ღირებულება (2გზა)
** პროექტის ხელმძღვანელების თანხლება
** კულტურულ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება
** ვიზიტებში მონაწილეობა
** ქალაქებს შორის გადაადგილების ხარჯები
** საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გაცემული სერტიფიკატი.

მონაწილეობის მსურველებმა შეავსეთ აპლიკაცია: https://bit.ly/2K0xEWF

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ჩვენი Facebook გვერდის საშუალებით ან დარეკეთ ნომერზე: +995 (32) 2 23 82 34; 571133400; 599334700



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |