www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ელექტროშემდუღებელი ხელით
მომწოდებელი: სახ. სამხედრო სამეცნიერო ცენტრი დელტა
გამოქვეყნდა: 7 ივნისი / განცხადების ვადა: 6 ივლისი

სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი "დელტა" აცხადებს ვაკანსიას ზეინკალ-მეიარაღის პოზიციაზე - პირის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმების მიზნით.

კატეგორია: ტექნიკური სამუშაოები;
ანაზღაურება: 600-დან 1500 ლარამდე;
მდებარეობა: ქ. თბილისი.

ორგანიზაცია ეძებს მოტივირებულ თანამშრომელს, რომელსაც ექნება შესაძლებლობა თავისი ცოდნა და გამოცდილება გამოიყენოს ეროვნული სამხედრო, სამრეწველო კომპლექსის განვითარების საქმეში.

ფუნქციები და პასუხისმგებლობა:

** დეტალების, ნაკეთობების და კონსტრუქციების მოჭიდება შედუღების ნაკერის ყველა სივრცობრივ მდგომარეობაში;
** მარტივი დეტალების ხელით რკალური შედუღება შედუღების ნაკერის ქვედა და ვერტიკალურ მდგომარეობაში, მარტივი დეტალების დადუღება;
** ნაკეთობების და კვანძების მომზადება შედუღებისთვის და ნაკერების გასუფთავება შედუღების შემდეგ;
** დამცავი აირის გარემოში შედუღების პროცესში შედუღების ნაკერის უკანა მხრის დაცვის უზრუნველყოფა;
** შედუღების წინ ნაკეთობების გახურება;
** მარტივი ნახაზების კითხვა.

სამუშაოს მოთხოვნები:

უნდა ქონდეს:

** საშუალო განათლება, სასურველია პროფესიული განათლება;
** შესაბამის სფეროში 2 წლამდე სამუშაო გამოცდილება.

უნდა იცოდეს:

** მუდმივი და ცვლადი დენის გამოყენების პირობებში ელექტრორკალური შედუღებისთვის ელექტროსაშემდუღებლო მანქანების და აპარატების მოწყობილობა და მოქმედების პრინციპი;
** შედუღების ნაკერების გამოყვანის ფორმები;
** ბალონების მოწყობილობა;
** საღებავების ფერები და მათი მოხმარების წესები;
** დამცავი აირის გარემოში შედუღების წესები და შედუღების დროს დაცვის უზრუნველყოფის წესები;
** ​ელექტროსაშემდუღებლო აპარატების მომსახურების წესები;
** შედუღების შეერთებების და ნაკერების სახეობები;
** შედუღებისთვის ნაკეთობების ნაწიბურების მომზადების წესები;
** შედუღების ნაკერების გამოყვანის ტიპი და აღნიშვნა ნახაზებზე;
** გამოყენებადი ელექტროდების, შესადუღებელი ლითონის და შენადნობების ძირითადი თვისებები;
** ​საკონტროლო-მზომი ხელსაწყოების დანიშნულება და გამოყენების პირობები;
** შედუღების დროს დეფექტების წარმოქმნის მიზეზები და მათი თავიდან აცილების ხერხები;
** ​სანთურის მოწყობილობა უდნობი ელექტროდით დამცავ აირში შესადუღებლად.

უნარები:

** გუნდური მუშაობა და თანამშრომლობა;
** სწრაფვა მუდმივი განვითარებისკენ;
** ცვლილებებისადმი ადაპტაცია;
** კომუნიკაცია;
** პროფესიონალიზმი;
** პროდუქტიულობა;
** ხარისხზე ორიენტირება;
** უსაფრთხოება;
** სტრესულ გარემოში მუშაობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) გამოგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: hr@delta.gov.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "ელექტროშემდუღებელი ხელით".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |