www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: 1C ERP Solutions სტაჟიორი დეველოპერი
მომწოდებელი: Rossoft
გამოქვეყნდა: 7 ივნისი / განცხადების ვადა: 6 ივლისი

კომპანია "Rossoft" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას 1C ERP Solutions დეველოპერის პოზიციაზე.

კომპანია Rossoft წარმოადგენს 1C-ის მაღალხარისხიანი სისტემების, ERP გადაწყვეტილებების, პროვაიდერს საქართველოს პროგრამული უზრუნველყოფის ბაზარზე.
კომპანიის მისიაა, ხელი შეუწყოს ბიზნეს-პროცესების სისტემატიზირებული მართვის განვითარებას, ხოლო მიზანი - 1C-ის პლატფომაზე არსებული უახლესი პროგრამული გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომის ზრდა და საქართველოში ბიზნესის თანამედროვე მართვის კულტურის დამკვიდრებაა. დეტალური ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: http://www.rossoft.ge

ფუნქცია-მოვალეობები, ანუ ჩვენ შეგასწავლით:

** პროგრამირებას 1C-ის უახლეს 8.3 პლატფორმაზე არსებულ სხვადასხვა ტიპის ERP გადაწყვეტილებაში;
** სტაჟირების პროგრამით გათვალისწინებულ შიდა ტრენინგებში მონაწილეობა;
** კონფიგურაციაზე მუშაობა, აწყობა, ადმინისტრირება;
** დამატებითი ანგარიშების, დამუშავებების, საბეჭდი ფორმების შექმნა;
** კონფიგურაციის აწყობა, შემუშავება, დანერგვა, განახლება, მოდელირება, მხარდაჭერა;
** საპროექტო სამუშაოების ორგანიზება, მონაცემების შეგროვება, ტესტირება.
** პროგრამის სტანდარტული ფუნციონალის მოდიფიცირებები პროგრამული კოდის დონეზე.
** ტექნიკური დავალებების მომზადება პროექტების ჭრილში.
** სამუშაოსთან დაკავშირებული სხვადასხვა ტიპის დავალების შესრულება.

პოზიციისთვის საჭირო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება კომპიუტერული ტექნოლოგიების სფეროში (განიხილებიან მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტებიც);
** MS Office-ის პროგრამების ცოდნა;
** რუსული ენის სრულყოფილი ცოდნა (წერითი უნარი), ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** პროგრამული ენების ცოდნა (C++, Java, C#) - ჩაითვლება უპრატესობად;
** მონაცემთა ბაზების კომპიუტერული ენის SQL-ის ცოდნა - ჩაითვლება უპირატესობად;

პიროვნული უნარები:

** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** აქტიურობა და მიზანმიმართულობა.

სამუშაო პირობები:

** ადგიმლდებარეობა - ქ.თბილისი, დავით გამრეკელის №2 აქსისის ბიზნეს ცენტრი.
** სამუშაო საათები - სრული სამუშაო განაკვეთი - 10:00 - 18:00, ორშაბათი-პარასკევი.
** ხანგრძლივობა - 3 თვე - კანდიდატები, რომლებიც სტაჟირების პროგრამას წარმატებით გაივლიან, დასაქმდებიან კომპანიაში.
** ანაზღაურება - ფიქსირებული, კანდიდატის კვალიფიკაციის მიხედვით.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: info@rossoft.ge. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ "1C ERP Solutions დეველოპერი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |