www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კორპორატიული ბანკირი
მომწოდებელი: ბანკი ქართუ
გამოქვეყნდა: 7 ივნისი / განცხადების ვადა: 7 ივლისი

სს "ბანკი ქართუ" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული ბანკირის თანამდებობაზე, კორპორატიული ბიზნესის დაკრედიტების განყოფილებაში.

ადგილმდებარეობა: თბილისი.

ზოგადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კლიენტსა და ბანკს შორის საქმიანი ურთიერთობის დამყარება, პოტენციური კლიენტების მოძიება
** საშუალო და მსხვილი კლიენტების საკრედიტო განაცხადების განხილვა და პირველადი ინფორმაციის მოძიება
** კლიენტის ფინანსური მდგომარეობის ანალიზი
** კლიენტის განაცხადის საფუძველზე პროექტის მომზადება და წარდგენა საკრედიტო კომიტეტზე განსახილველად
** არსებული კლიენტების მომსახურება, ახალი კლიენტების მოზიდვა, საბანკო პროდუქტების შეთავაზება
** საკუთარი საკრედიტო პორტფელის მართვა, სესხების მონიტორინგი
** პრობლემური საკითხების გადაწყვეტა, რომელიც შეიძლება წარმოიქმნას ბანკსა და კლიენტს შორის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (საბანკო/საფინანსო/მენეჯმენტის/ეკონომიკური განხრით)
** ფინანსური უწყისების მომზადება მაღალ დონეზე
** მომხმარებელთა მომსახურების სტანდარტების ცოდნა, ბიზნეს კომუნიკაციის წარმოების უნარი
** ქართული ენის, ინგლისური და რუსული ენების ფლობა (როგორც წერილობითი, ასევე ვერბალური უნარები)
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ფლობა
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის წარმოების უნარი
** დროის ეფექტური მენეჯმენტი, ორგანიზებულობა, გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** ინიციატივიანობა, კრეატიულობა, ზრუნვა თვითგანვითარებაზე
** გაყიდვების უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა CV ფოტოსურათით უნდა გამოგზავნონ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@cartubank.ge

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თუ CV-ზე ან ელ.ფოსტის თემატიკაში არ იქნება მითითებული თანამდებობა, რომელზეც აგზავნით CV-ს, განაცხადები არ იქნება განხილული.

განაცხადების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2019 წლის 07 ივლისი.

წარმოდგენილი განაცხადებიდან მხოლოდ ბანკის მიერ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |