www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მინაპლასტიკების ამწყობი
მომწოდებელი: სახ. სამხედრო სამეცნიერო ცენტრი დელტა
გამოქვეყნდა: 7 ივნისი / განცხადების ვადა: 6 ივლისი

სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი "დელტა" აცხადებს ვაკანსიას ზეინკალ-მეიარაღის პოზიციაზე - პირის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმების მიზნით.

კატეგორია: ტექნიკური სამუშაოები;
ანაზღაურება: 600-დან 1500 ლარამდე;
მდებარეობა: ქ. თბილისი.

ორგანიზაცია ეძებს მოტივირებულ თანამშრომელს, რომელსაც ექნება შესაძლებლობა თავისი ცოდნა და გამოცდილება გამოიყენოს ეროვნული სამხედრო, სამრეწველო კომპლექსის განვითარების საქმეში.

ფუნქციები და პასუხისმგებლობა:

** სწორზედაპირიანი მრავალფენიანი მინაპლასტიკის დეტალების დამზადება;
** მარტივი სამარჯვების მონტაჟი, დემონტაჟი და გასუფთავება;
** ​ელექტროგათბობების, შაბლონების მოხსნა და დაწყობა;
** მარტივი ფორმის მქონე მრავალფენიანი კონსტრუქციების დეტალების გაწმენდა, მინანეჭების, ასევე მაკეტების, კვანძების, ნაკეთობების მრავალფენიანი მინაპლასტიკის დეტალების სიმტკიცესა და ჰერმეტიულობაზე გამოსაცდელად მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
** უფრო მაღალი კვალიფიკაციის მქონე მინაპლასტიკების და ორგანული მინის ნაკეთობების ამწყობის ხელმძღვანელობით მინაპლასტიკებისა და ორგანული მინისგან დამზადებული მარტივი ფორმის მქონე ნაკეთობების დასაწებებელი მინაქსოვილის მონიშვნა და დაჭრა ნახაზების, ლუგვების, მაკეტების, შაბლონების და ფორმების შესაბამისად;
** ​ნარევების მომზადება მოცემული რეცეპტების მიხედვით;
** ფენების დატანა აღჭურვილობის ზედაპირზე ხელით ან პისტოლეტით;
** ​მინაქსოვილის დალაგება გაფენა დაწყობა აღჭურვილობაზე;
** მარტივი გეომეტრიული ფორმების მქონე ორგანული მინის მონიშვნა და დაჭრა შაბლონის მიხედვით;
** მარტივი კონფიგურაციის მინის მომზადება შესაწებებლად და დეტალების სიბრტყივი შეწებება;
** ანაგლეჯების და ცივნაჭედების მოშორება შენაწევრებადი (შეუღებადი) სიბრტყეებიდან, ფარანების დეტალებიდან, დეტალების დაკონტვრა.

სამუშაოს მოთხოვნები:

უნდა ქონდეს:

** საშუალო განათლება, სასურველია პროფესიული განათლება;
** შესაბამის სფეროში 2 წლამდე სამუშაო გამოცდილება.

უნდა იცოდეს:

** ​მინაპლასტიკისა და ორგმინის მარტივი დეტალების დამზადების ტექნოლოგიური პროცესი;
** მინანეჭების პაკეტების და მინაპლასტიკის დეტალების დაყალიბების, გაჟენთის, დაწებების შრობის და გამოცდის ტექნოლოგიური პროცესი;
** თბოიზოლაციის და ელექტროგამათბობლების დანიშნულება, დეტალებზე ელექტროგამათბობლების დალაგების მეთოდები;
** მინამასალების მაკავშირებლით (ანუ წებოთი) გაჟღენთის წესები;
** ​მინაპლასტიკებისა და კომპოზიციური მასალებისაგან დამზადებული დეტალების დანიშნულება;
** ორგანული მინების დანიშნულება და თვისებები;
** ორგანული მინის წაზრდის და შეწებების წესები, ხელის და მექანიკური ინსტრუმენტებით სარგებლობა;
** საშუალოდ რთული ნახაზების წაკითხვა

უნარები:

** გუნდური მუშაობა და თანამშრომლობა;
** სწრაფვა მუდმივი განვითარებისკენ;
** ცვლილებებისადმი ადაპტაცია;
** კომუნიკაცია;
** პროფესიონალიზმი;
** პროდუქტიულობა;
** ხარისხზე ორიენტირება;
** უსაფრთხოება;
** სტრესულ გარემოში მუშაობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) გამოგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: hr@delta.gov.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "მინაპლასტიკების ამწყობი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |