www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მძღოლ-ექსპედიტორი
მომწოდებელი: სადისტიბუციო კომპანია - MTG
გამოქვეყნდა: 7 ივნისი / განცხადების ვადა: 25 ივნისი

"სადისტრიბუციო კომპანია "Modern Trade Group" ახორციელებს საერთაშორისო ბრენდის "ROSHEN" -ის პროდუქციის დისტრიბუციას საქართველოში.

კომპანია "Modern Trade Group" აცხადებს ვაკანსიას მძღოლი-ექსპედიტორის (რეზერვი) პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, ორხევის დასახლება

მოვალეობები:

** პროდუქციის მითვლა საწყობიდან ზედნადების მიხედვით;
** პროდუქციის დაუზიანებლად ტრანსპორტირება და სავაჭრო ობიექტისთვის პროდუქციის მიწოდება ზედნადებით გაწერილი რაოდენობებისა და სახეობების მიხედვით;
** ტრანსპორტირებისას პროდუქციის სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;
** სავაჭრო ობიექტიდან პროდუქციის დაბრუნების შემთხვევაში საქონლის სწორად მითვლა და შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება;
** ობიექტიდან დაბრუნებული პროდუქციის საწყობისთვის სწორად მითვლა;
** საგზურის წარმოება დღის მანძილზე გავლილი კილომეტრაჟის და გეოგრაფიული მდებარეობის შესახებ.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ასაკი: 25-40
** განათლება: უმაღლესი
** გაყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** მანქანის მართვის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
** მართვის მოწმობა B კატეგორია

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** ​დისციპლინირებულობა
** სტრესულ გარემოში მუშაობის გამოცდილება.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (cv) ფოტოსურათით 3×4 -ზე შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@mtgeorgia.ge

გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 25 ივნისი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |