www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: SPAR Georgia
გამოქვეყნდა: 7 ივნისი / განცხადების ვადა: 6 ივლისი

საერთაშორისო საცალო ვაჭრობის წამყვანი ბრენდი "SPAR", რომელიც 1932 წელს ჰოლანდიაში შეიქმნა, ფლობს 12 500-ზე მეტ მაღაზიას მსოფლიოს 48 ქვეყანაში, 4 კონტინენტზე და ყოველდღიურად 13 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება.

"SPAR"-ის მაღაზიათა ქსელის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული - მუდმივად შესთავაზოს სიახლე, მაღალი ხარისხის პროდუქცია და გამორჩეული მომსახურება. ამ ღირებულებებისათვის ჩვენ ვახდენთ ადამიანური რესურსების განვითარებას შესაბამისი ინფრასტრუქტურის, სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვით.

მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს გვერდს მისამართზე: https://www.facebook.com/SPAR.Georgia/

"SPAR Georgia" - "SPAR International"-ის გლობალური ოჯახის წევრი, აცხადებს კონკურსს კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის ვაკანტურ პოზიციაზე.

მოვალეობები:

** კომპანიის კორპორატიული გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება;
** პოტენციური კლიენტების მოძიება და მონაცემთა ბაზის შექმნა-განვითარება;
** ინფორმაციის გავრცელების არხების შექმნა-განვითარება;
** შემოთავაზებების შინაარსისა და ფორმის შექმნა-განვითარება;
** გაყიდვების სტიმულირებისთვის აქტივობების ორგანიზება;
** დამკვეთის მოთხოვნების გამოვლენა/ფორმირება და შეთავაზებების შექმნა-განვითარება;
** პოტენციური კლიენტებისთვის კომპანიის მომსახურების შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდება;
** პირდაპირი გაყიდვების წარმოება პოტენციურ კლიენტებთან შეხვედრებისა და პრეზენტაციების საშუალებით;
** კომპანიის კორპორატიული პროდუქტების განვითარებაში მონაწილეობის მიღება;
** ყველა საჭირო დოკუმენტაციის მომზადება (ხელშეკრულება, კომერციული წინადადება, პრეზენტაცია, ტენდერი, აუქციონი...);
** ინდივიდუალური წინადადებების მომზადება კომპანიებისთვის;
** გრძელვადიანი ურთიერთობების განვითარება არსებულ პერსპექტიულ კლიენტებთან;
** კომპანიის მასშტაბით, კორპორატიულ სეგმენტზე სტრატეგიული ამოცანების განსაზღვრა;

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ბიზნესის ადმინისტრირება; მარკეტინგი; ფინანსები);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** საორგანიზაციო, საკომუნიკაციო, დროისა და პროცესების მართვის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე vacancy@spar-georgia.com და სათაურის ველში - "Subject" მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება "კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი" წინააღმდეგ შემთხვევაში, კანდიდატურა ვერ განიხილება.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |