www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფინანსური ანალიტიკოსი
მომწოდებელი: Global Beer Georgia
გამოქვეყნდა: 7 ივნისი / განცხადების ვადა: 6 ივლისი

"გლობალ ბიერ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე.

"Global Beer Georgia (GBG)" ქართული ლუდის ბაზრის ახალი წამყვანი მოთამაშეა. კომპანია თავად წარმართავს სრულს პროცესს, რაც გულისხმობს: ლუდის წარმოებას, მარკეტინგსა და დისტრიბუციას. ჩვენი ნაწარმია ლუდი "აისი", "მირზაანი", "ყაზბეგი" "კაიაკი" "კრუშოვიცე" "ამსტელი"" შავი ლომი", ლიმონათი "ბერიკა" ასევე, GBG საერთაშორისო ბრენდის-ჰეინეკენის ოფიციალური პარტნიორია საქართველოში. კომპანიის მიზანია ადგილობრივი ლუდის ინდუსტრიისა და კულტურის ახალ საფეხურზე აყვანა.

ჩვენ გაცნობიერებული გვაქვს, რომ მიზნის მიღწევა და კომპანიის განვითარება დამოკიდებულია, ჩვენი გუნდის პროფესიონალებზე . ჩვენ ვაცნობიერებთ ადამიანური კაპიტალის მნიშვნელობას და გთავაზობთ დასაქმდეთ მზარდ და განვითარებად კომპანიაში, შეიქმნათ სრულფასოვანი კარიერა და თქვენი წვლილი შეიტანოთ საქართველოში ლუდის ინდუსტრიის განვითარებაში.

სამუშაო განაკვეთი: სრული
ლოკაცია: წილკანი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება: ფინანსების/ბუღალტერიის/ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** უპირატესობა მიენიჭებათ IFRS და საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის მცოდნე კანდიდატებს;
** აუცილებელია ინგლისური ენის პროფესიონალურ დონეზე ფლობა, ასევე სასურველია რუსული ენის ცოდნა;
** აუცილებელია MS Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა; (განსაკუთრებით Excel და PowerPoint)

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები: რეპორტების, პრეზენტაციებისა და ფინანსური დოკუმენტაციის წარმოება და ანალიზი;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ლოგიკური და ანალიტიკური უნარები;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდის მხარდაჭერის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და შესაბამის ვადებში სამუშაოს ოპერირება;
** დროის მართვის და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე: HR@globalbeergeorgia.com ელ. ფოსტის სათაურის (Subject) ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

შპს "გლობალ ბიერ ჯორჯია"-ს მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს, CV გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ ზემოხსენებული კომპანია უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამუშაოს თქვენგან მიღებული პერსონალური ინფორმაცია. აგრეთვე ეთანხმებით, რომ თუ არ მოხდება თქვენი დასაქმება, თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიაში ერთი წლის ვადით, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |