www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტრენინგი - მენეჯმენტი
მომწოდებელი: კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრი
გამოქვეყნდა: 7 ივნისი / განცხადების ვადა: 20 ივნისი

"კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრი" აცხადებს ტრენინგს - მენეჯმენტი.

მიმოხილვა:

ტრენინგის მიზანია, მსმენელმა მოახერხოს ორგანიზაციის ეფექტური მართვა, განვითარება და მისი წარმატების უზრუნველყოფა - თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი მართვის მექანიზმებისა და მოდელების, საუკეთესო პრაქტიკის მაგალითების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე.

ტრენინგი განკუთვნილია მოქმედი ან პოტენციური მენეჯერებისთვის, რომლებიც საკუთარი საქმიანობის წამოწყებას და/ან განვითარებას გეგმავენ.

ტრენინგის წარმატებით გავლის შემთხვევაში მსმენელი მიიღებს, კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრის (CUTC) ერთობლივ სერტიფიკატს.

თემატიკა:

** მართვა/მენეჯმენტი - ციკლის განხილვა და ანალიზი (პოლიტიკის განსაზღვრა, დაგეგმვა, ორგანიზება, მონიტორინგი)
** მართვა, როგორც ხელოვნება და მენეჯმენტი, როგორც ორგანიზაციის განვითარების ინსტიტუციური პროცესების ერთობლიობა.
** რესურსების მართვა - რესურსების ანალიზის მოდელები და რაციონალური მართვის მექანიზმები. დროის მართვა, ადამიანური რესურსების მართვა, ორგანიზაციის პოლიტიკის შესაბამისად, სამუშაოს დაგეგმვის, პროგრამირების და ბიუჯეტირების სისტემის ანალიზი PPBS
** ორგანიზაციის პოლიტიკის განსაზღვრა - ტენდენციებისა და სტრატეგიული ანალიზის საფუძველზე, ორგანიზაციის პოლიტიკისა და პრიორიტეტების განსაზღვრა, მისიის მიზნებისა და ამოცანების ფორმულირება; (PESTEL-M სტრატეგიული ანალიზის მოდელი)
** სტრატეგიული დაგეგმვა - ალტერნატივების ანალიზი და ეფექტური გეგმების შემუშავება (მოკავშირეთა ანალიზის მატრიცა, მაკნამარას მოდელი)
** ორგანიზაციის მართვის დოკუმენტების მიმოხილვა (პრაქტიკული სავარჯიშოები, ორგანიზაციის მართვისთვის საჭირო დოკუმენტების განსაზღვრაზე)
** ცვლილებების მართვა - მოდელების განხილვა; ორგანიზაციის ცვლილებების განმაპირობებელი ფაქტორების ანალიზი - PESTORP, ცვლილებების მართვის მექანიზმები
** ორგანიზაციული და სამუშაოს ანალიზი - ორგანიზაციული სტრუქტურის შემუშავება; SWOT ანალიზი, სამუშაოთა კლასიფიკაცია (მართვის დონეებისა და პასუხისმგებლობების მიხედვით, მატრიცის შემუშავება)
** ორგანიზაციული კულტურის ანალიზი და ორგანიზაციული ქცევა
** ადამიანური რესურსები მართვა - ციკლის მიმოხილვა, კომპეტენციების და ქცევის მართვა
** გადაწყვეტილების მიღება, პროცესი და მოდელები
** ლიდერობა და მენეჯმენტი- განსხვავებული ფორმები, როლი და მახასიათებლები
** გენდერი და ეთიკა მასთან დაკავშირებული პროცესები ორგანიზაციაში
** ეფექტური კომუნიკაცია - ვერბალური და არავერბალური კომუნიკაცია,
** მოტივაცია - მოდელები და პრაქტიკული მექანიზმები, ფარული ფაქტორები

სწავლების მეთოდები:

პროგრამის განმავლობაში შეისწავლება თეორიული მასალა, მოხდება ქეისების, მაგალითების განხილვა და ანალიზი. მსმენელები პრაქტიკულად იმუშავებენ სხვადასხვა დოკუმენტების, მართვის მექანიზმების შემუშავებაზე, იგეგმება სიმულაციური და როლური თამაშები.

განრიგი:

** ტრენინგის დასაწყისი: 26 ივნისი
** ტრენინგის ხანგრძლივობა: 4 კვირა
** ჩატარების დღე: ოთხშაბათი, შაბათი
** ჩატარების დრო: 19:00-დან 22:00-მდე

კურსის საფასური და რეგისტრაცია:

ტრენინგის ღირებულება: 490 ლარი

გაიარეთ ონლაინ რეგისტრაცია: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSco4_C7fX8xT9eDcjA1PoVnkhsLeBf_2f9FGHyk_WCeJbBcwQ/viewform

ტრენინგის ღირებულების გადახდა უნდა მოხდეს, მის დაწყებამდე 5 კალენდარული დღით ადრე.

საკონტაქტო ინფორმაცია:

თამარ გოგალაძე
ტრენინგ ცენტრის მენეჯერი
მობ.: 555503350
ტელ.: 2377777 (433)
e-mail.: tgogaladze@cu.edu.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |