www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ინგლისური ენის შემსწავლელი კურსი
მომწოდებელი: President at Tbilisi American Business club
გამოქვეყნდა: 7 ივნისი / განცხადების ვადა: 6 ივლისი

"President at Tbilisi American Business club" გთავაზობთ ინგლისური ენის შემსწავლელ კურსს, რომელსაც უძღვება ინგლისური ენის სპეციალისტი, მაიქლ სტრაუსი.

სტრაუსს, ეროვნებით ამერიკელს, აქვს მრავალწლიანი გამოცდილება ინგლისური ენის სწავლების, ასევე, ლიტერატურული, იურიდიული და სინქრონული თარგმნის.

სტრაუსმა 1994 წელს მიიღო ნიუ იორკის იურიდიული მთარგმნელის სერტიფიკატი. მუშაობდა აშშ-ს იმიგრაციისა და ნატურალიზაციის სამსახურში (USCIS), ნიუ -იორკის სასამართლო სისტემასა და ჯორჯიას შტატის ჯანდაცვის სფეროში, გააჩნია აშშ-ში იურისტებთან, ექიმებთან, კლინიკებთან, საავადმყოფოებთან, ასევე, ბიზნესს და არაკომერციულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება. მაიქლ სტრაუსი არის იურიდიულ მთარგმნელთა ეროვნული ასოციაციის (NAJIT) ყოფილი წევრი.

მაიქლ სტრაუსი ატარებს ტრენინგებს კორპორაციებისთვის, მართავს სემინარებს - ასწავლის როგორც კერძოდ, ასევე, აკადემიურ დონეზე. აბიტურიენტებს შესაძლებლობა ეძლევათ მოემზადონ სახელმწიფო გამოცდებისთვის, სხვადასხვა დარგის პროფესიონალებს კი საერთაშორისო კონფერენციებისთვის.

კურსი მოიცავს:

** ინგლისური ფილოსოფია
** გრამატიკული სტრუქტურა
** სლენგები და იდიომები
** ინგლისური აზროვნება
** სხვადასხვა სასარგებლო ინფორმაციები
** ფილმების ყურება და ანალიზი
** საუბარი და გამოთქმები
** TOEFEL/IELTS მომზადება

კურსის ხანგრძლივობა - 36 საათი, კვირაში 3 საათი.
კურსის ღირებულება 1500 ლარი. (გადახდა სამ ნაწილად) კურსის ხანგრძლივობა შესაძლებელია შეიცვალოს მსურველის ინტერესებიდან გამომდინარე.
კურსი მიმდინარეობს ინგლისურ/რუსულ ენაზე. საჭიროების შემთხვევაში ქართულენოვანი თარჯიმნის დახმარებით.
კურსის დამთავრების შემდეგ გაიცემა შესაბამისი დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
Facebook გვერდი: Michael Strauss

კურსზე ჩასაწერად ან ნებისმიერი შეკითხვის შემთხვევაში მოგვწერეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: EnglishCoachNew@gmail.com



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |