www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტექნიკური კონსულტანტი
მომწოდებელი: ზუმერი
გამოქვეყნდა: 7 ივნისი / განცხადების ვადა: 7 ივლისი

"Zoommer"-ი ეძებს გუნდის ახალ წევრს და აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური კონსულტანტის პოზიციაზე.

აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია სამუშაო გამოცდილება მომსახურების სფეროში;
** გამართული პრეზენტაციისა და კომუნიკაციის უნარები ქართულ ენაზე;
** სასურველია ინგლისურ ან/და რუსულ ენებზე კომუნიკაციის უნარი;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამები.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლის მიერ შერჩეული პროდუქტის ტექნიკური შემოწმება;
** შერჩეული პროდუქტის ფუნქციების, ექსპლუატაციის წესისა და გაყიდვის შემდგომი მომსახურების პირობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** კონსულტაციის გაწევა საჭიროების შემთხვევაში.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი
** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
** ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიულსა და მომსახურების ხარისხის ტრეინინგებს;
** ბაზარზე კონკურენტულ სახელფასო და საბონუსე სისტემას;
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
** კარიერული წინსვლის შესაძლებლობებს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს და გსურთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გამოაგზავნეთ რეზიუმე მისამართზე: vacancy@zoommer.ge

იმისთვის, რომ მოხდეს თქვენი მონაცემების განხილვა, მეილის სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.

"ZOOMMER"-ი წარმატებებს გისურვებთ!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |