www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: ბიბლუსი
გამოქვეყნდა: 7 ივნისი / განცხადების ვადა: 28 ივნისი

წიგნების მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი" აცხადებს ვაკანსიას მენეჯერის პოზიციაზე ქალაქ თერჯოლაში.

კომპანიის არსებობის 11 წლის მანძილზე "ბიბლუსმა" შეძლო შეექმნა, საქართველოში საგამომცემლო პროდუქტების ყველაზე ფართო სავაჭრო ქსელი, რომელიც აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს და სარგებლობს მრავალრიცხოვანი მომხმარებლის დამსახურებული ნდობით. დღეისათვის ქსელი მოიცავს 62 ფილიალს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ძირითადი მოვალეობები:

** სავაჭრო ობიექტის გამართულად და ეფექტურად ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
** ობიექტზე მომხმარებლის მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა;
** დაქვემდებარებული პერსონალის მართვა;
** რეალიზებული პროდუქციის ყოველკვირეული ანალიზი (ზღვრები)
** მარაგების მართვა, პროდუქციის შეკვეთა გაყიდვებისა და ნაშთის მიხედვით;
** სალაროსა და ფულადი ოპერაციების მართვა და კონტროლი დადგენილი წესის მიხედვით;
** შიდა აღწერების წარმართვა და შედეგების შესახებ დადგენილი წესით ანგარიშგება და სხვ;

პიროვნული მახასიათებლები:

** კომუნიკაბელურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა.

სამუშაო გრაფიკი: სრული
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: თერჯოლა, ლესელიძის გზატკეცილი

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე jobs@biblusi.ge 2019 წლის 28 ივნისის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |