www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შოურუმის მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: TEMPUR Sealy International
გამოქვეყნდა: 7 ივნისი / განცხადების ვადა: 7 ივლისი

კომპანია "ძილის თანამედროვე ტექნოლოგიები" დაფუძნდა 2017 ოქტომბერში, რომელიც საერთაშორისო ბრენდის "TEMPUR Sealy International, Inc." ექსლუზიურ პარტნიორს წარმოადგენს საქართველოში. აღნიშნულმა კომპანიამ მიიღო საქართველოს ბაზარზე ოპერირების გადაწყვეტილება და 2018 წლის გაზაფხულზე გეგმავს პირველი ბრენდული მაღაზიის გახსნას თბილისის ცენტრში. ასევე, კომპანიის მიზანია დანერგოს და განავითაროს სწორი ძილის კულტურა საქართველოში.

"TEMPUR Sealy International, Inc."- აწარმოებს, ანვითარებს და რეალიზებას ახდენს პრემიუმ და ლუქს სეგმენტის ძილისა და მოსვნებისთვის განკუთვნილ ორთოპედიულ პროდუქციას, როგორიცაა: ლეიბები, ბალიშებს, ლეიბის დასადები საფუძვლები, საბნები და სხვ. კომპანიის პორტფოლიო მოიცავს ბევრ მაღალ აღიარებულ ბრენდს, მათ შორის TEMPUR®, Sealy® და Stearns & Foster®. სათაო ოფისი მდებარეობს ქალაქ ლექსინგტონში, აშშ. დღეისათვის კომპანიის პროდუქცია წარმოდგენილია მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაში.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ http://www.tempursealy.com.

გარდა ამისა, კომპანია "ძილის თანამედროვე ტექნოლოგიები" საქართველოში წარმოადგენს ევროპული და იაპონური თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით წარმოებულ ტექსტილის პროდუქციას, როგორიცაა თეთრეული, პირსახოცი, გადასაფარებელი და სხვ.

კომპანია "ძილის თანამედროვე ტექნოლოგიები" ეძებს მაღაზიის მოლარე-კონსულტანტს.

ძირითადი მოვალეობები და მოთხოვნები

** მაღაზიაში განლაგებული პროდუქციის სრულყოფილად და სრულფასოვნად ცოდნა
** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა, მოსმენა, მისი მოთხოვნებისა და საჭიროებების სწორი იდენტიფიცირება
** ორიენტირებული იყოს მაღაზიის რეალიზაციის მუდმივ ზრდაზე
** კომპანიაში არსებული სტანდარტების მიხედვით დაიცვას მაღაზიაში პროდუქციის განთავსების სტილი
** მონაწილეობა მიიღოს პროდუქციის მარკირებაში, დახარისხებასა და დასაწყობებაში
** მომხმარებლისგან თანხის მიღება, სალაროსთან მუშაობა
** მაღაზიაში არსებული პროდუქციის კონტროლი და შესაბამისი მატერიალური პასუხისმგებლობა
** სხვა ვალდებულებები, განსაზღვრული მენეჯერის მიერ

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

** სქესი: მდედრობითი
** ასაკი: 25-40 წელი
** მსგავსი სფეროს მაღაზიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად
** სასურველია ინგლისური და რუსული ენის ცოდნა

პიროვნული თვისებები

** სასიამოვნო და ეფექტური მეტყველების უნარი; პრეზენტაბელურობა;
** აზრის გასაგებად და გამრთულად ჩამოყალიბების უნარი;
** გაყიდვების, პროდუქციის სწორი შეთავაზების უნარი;
** კლიენტის დარწმუნების უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** თავდაჯერებულობა;
** "სერვისულობა", მომხმარებელთან ურთიერთიერთობის შენარჩუნების უნარი;
** მიზანმიმართულობა და შედეგებზე ორიენტირებულობა;
** არ უნდა ეწეოდეს სიგარეტს

რას გთავაზობთ ჩვენ?

** სასიამოვნო სამუშაო გარემოს და კოლექტივს;
** საკუთარი თავის პროფესიულ რეალიზებას და განვითარების შესაძლებლობას;
** კომპანიის ხარჯზე პროფესიულ გადამზადებასა ან სწავლებას;

სამუშაო გრაფიკი: თვეში 20 სამუშაო დღე (წინასწარ შემუშავებული გრაფიკის მიხედვით) სამუშაო საათები დილის 10-დან საღამოს 8 საათამდე
ანაზღაურება: ფიქსირებული 500 ლარი ხელზე + ბონუსი გაყიდული პროდუქციიდან.

თუ თვლით რომ თქვენი გამოცდილება შეესაბამება კომპანიის მოთხოვნებს, სიამოვნებით განვიხილავთ თქვენს დაინტერესებას. გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი CV ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@tempur.ge

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |