www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ინგლისური ენის მთარგმნელი
მომწოდებელი: ტრანს კრეატივი
გამოქვეყნდა: 7 ივნისი / განცხადების ვადა: 7 ივლისი

მთარგმნელობითი კომპანია შპს "ტრანს კრეატივი" აცხადებს ვაკანსიას ინგლისური ენის მთარგმნელის პოზიციაზე ადგილზე სამუშაოდ (თავისუფალი გრაფიკით მომუშავე თარჯიმნების (ფრილანსერების) კანდიდატურა არ განიხილება).

კომპანია 10 წელია მომსახურებას უწევს არა მხოლოდ ქართველ, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციებს, შესაბამისად სათარგმნი ტექსტი არ არის შაბლონური და ძირითადად დატვირთულია ტექნიკური, იურიდიული, სამედიცინო შინაარსის მასალით.

მოთხოვნები:

** ინგლისური ენის საფუძვლიანი ცოდნა;
** წერილობითი თარგმანის გამოცდილება;
** ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის/სერტიფიკატის) ფლობა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** შეზღუდულ ვადებში მუშაობის შესაძლებლობა.

გამოსაცდელი ვადა: 1 კვირა
ანაზღაურება: 1000 ლარი (ხელზე)
სამუშაო გრაფიკი: 10:00 - 18:00 საათი (შაბათ-კვირის გარდა)

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ გამოგვიგზავნონ CV შემდეგ ელ-ფოსტაზე: trans.creative1@gmail.com



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |