www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მილგაყვანილობის სპეციალისტი
მომწოდებელი: Domson`s Engineering
გამოქვეყნდა: 11 ივნისი / განცხადების ვადა: 30 ივნისი

"Domson`s Engineering"-ი უზრუნველყოფს ელექტრო-მექანიკური საინჟინრო სისტემების პროექტირებას, საინსტალაციო სამუშაოებს და შემდგომ მომსახურებას. კომპანია აქტიურად ანხორცილებდა ინვესტიციებს კვალიფიციურ სპეციალისტებში, იმისათვის რომ დაეგროვებინა საჭირო ცოდნა და გამოცდილება საინჟინრო სფეროში, რის შედეგადაც კომპანიამ ლიდერის პოზიცია დაიკავა საქართველოში. დღესდღეობით, "Domson`s Engineering"-ის ტალანტით დაჯილდოვებული მრავალი თანამშრომელი მუშაობს იმისათვის, რომ უზრუნველყონ უმაღლესი ხარისხის სისტემების ინფრასტრუქტურის მოწყობა რეგიონის უმნიშვნელოვანესი პროექტებისათვის.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას წყალკანალიზაციის და გათბობა-გაგრილების მილგაყვანილობის სპეციალისტის პოზიციაზე

სავალდებულო მოთხოვნები:

** ამ სფეროში მუშაობის გამოცდილება, მინიმუმ, 4 წელი
** ასაკი: 20-45 წლამდე
** კვალიფიკაცია: სასურველია სამშენებლო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება;
** განათლება: საშუალო;

პირადი თვისებები:

** პუნქტუალური;
** შრომისმოყვარე;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებული;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ყურადღებიანი და დეტალებისადმი დაკვირვებული;
** ხარისხსა და შედეგზე ორიენტირებული.
** დისციპლინირებული
** ფიზიკურად მუშაობის უნარი.

სამუშაო გრაფიკი:

სამუშაო საათებია: 09:00-18:00 სთ
სამუშაო დღეები: კვირაში 6 დღე, 1 დღე დასვენება

ანაზღაურება 1200-1500 ლარი

განცხადებაზე გამოხმაურება:

თუ თქვენ გაქვთ გამოცდილება ზემოთჩამოთვლილი მიმართულებებიდან რომელიმე განხრით, გთხოვთ გამოაგზავნეთ რეზიუმე თანდართულ ფოტოსურათთან ერთად მეილზე info@domsons.com, სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 30 ივნისი 2019 წელი.

გთხოვთ გაითვალისწინოთ: მხოლოდ მეორე ეტაპისთვის შერჩეულ კანდიდატებს დაენიშნებათ გასაუბრება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |