www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პროექტების მენეჯერი
მომწოდებელი: Green Cat Agency
გამოქვეყნდა: 11 ივნისი / განცხადების ვადა: 10 ივლისი

ციფრული მარკეტინგის სააგენტო " Green Cat Agency" აცხადებს ვაკანსიას პროექტების მენეჯერის პოზიციაზე.

შენ დაგევალება:

** პროდუქტების, სერვისების, კომპანიების კვლევა, მონაცემების დამუშავება, შესწავლა;
** სტარტაპების განვითარების სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბება;
** სარეკლამო აქტივობების დაგეგმარება და ტექნიკური დავალებების გაწერა პროექტზე მომუშავე თანამშრომლებისთვის (ვებ დეველოპერები, გრაფიკული დიზაინერები, ციფრული მარკეტერები, სოც.მედია მენეჯერები);
** პარტნიორების მოძიება და მოლაპარაკებების წარმოება;
** პროექტის სრული მენეჯმენტი;

შენ უნდა იცოდე:

** რას წარმოადგენს ციფრული მარკეტინგი, გრაფიკული დიზაინი, ვებ პროგრამირება, სოციალური მედია მარკეტინგი;
** მოლაპარაკების წარმოება, კლიენტებთან/პარტნიორებთან ხანგრძლივი ურთიერთობის ჩამოყალიბება;
** CRM და CMS სისტემებთან მუშაობა;
** რუსული და ინგლისური ენები მაღალ დონეზე;
** MS Office ძალიან კარგად;

ყურადღებას არ ვაქცევთ:

** უმაღლეს განათლებას;
** დიპლომებს, სიგელებს, სერთიფიკატებს, რეკომენდაციებს და ა.შ.

ჩვენ გთავაზობთ:

** ანაზღაურებას 3000+ ლარი (1 თვე ანაზღაურებადი სტაჟირება);
** დადებით სამუშაო გარემოს თბილისის ცენტრში, კომფორტულ ოფისში, თავისუფალ და მეგობრულ გარემოში;
** საკუთარ სტარტაპებზე მუშაობის შესაძლებლობას კომპანიის რესურსების დახმარებით (ტექნიკური, ფინანსური, ტექნოლოგიური, ადამიანური);
** სხვადასხვა გასართობ ღონისძიებას;
** მოხერხებულ სამუშაო გრაფიკს (დღის 13:00-დან საღამოს 20:00-მდე) კვირაში 2 დღე დასვენებით (დასვენების დღეებს ირჩევ თავად წინასწარი შეთანხმებით).

გაითვალისწინე:

** ყველა შერჩეულ კანდიდატს მივცემთ სატესტო დავალებას;
** ჩვენ არ ვეძებთ "თანამშრომელს", ჩვენ ვეძებთ გუნდის წევრს;
** არ გვიყვარს სიტყვები "არ გამოვა", "ვერ ვიზამ", "შეუძლებელია";

თუ შენ აკმაყოფილებ ჩვენს მოთხოვნებს და გსურს მეგობრულ, კომფორტულ გარემოში მუშაობა, გამოგვიგზავნე რეზიუმე (ფოტოსურათით) ელ-ფოსტაზე: pm@greencat.agency

ჩვენი გუნდი გისურვებს წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |