www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დასუფთავების სამსახურის სუპერვაიზერი, ცვლის ლიდერი
მომწოდებელი: IOTA Hotels
გამოქვეყნდა: 11 ივნისი / განცხადების ვადა: 10 ივლისი

ქალაქის ცენტრში მდებარე ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო/რესტორნების ქსელი "IOTA HOTELS" აცხადებს ვაკანსიებს, დასუფთავების სამსახურის სუპერვაიზერისა და დასუფთავების სამსახურის ცვლის ლიდერის პოზიციებზე.

"IOTA" - აწვდის საზოგადოებას მაღალი სტანდარტების, დახვეწილ მომსახურეობას, მყუდრო და განსხვავებულ გარემოში.

დასუფთავების სამსახურის სუპერვაიზერი

ძირითადი მოვალეობები:

** სასტუმროს ჰიგიენური და სანიტარული ნორმების დაცვის უზრუნველყოფა
** დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების სამუშაო პროცესის დაგეგმვა და კონტროლი
** "სასტუმრო იოტა"-ში არსებული სტანდარტების დანერგვა და მათი დაცვის უზრუნველყოფა
** დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებისა და დასუფთავების სამსახურის ცვლის ლიდერის მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი
** კომპლექსის სრული ტერიტორიის სისუფთავის მუდმივი უზრუნველყოფა/მონიტორინგი
** სასტუმროს პროგრამაში ასახული მონაცემების ცვლილებების მართვა/ზედამხედველობა
** სამუშაოს პროცესის გაუმჯობესებაზე მუდმივი ზრუნვა
** დასუფთავების სამსახურის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე მუდმივი ზრუნვა
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

** სავალდებულოა მინიმუმ 1-2 წლიანი სამუშაო გამოცდილება დასუფთავების მიმართულებით
** უპირატესობად ჩაითვლება გამოცდილება სასტუმროს მიმართულებით, ანალოგიურ პოზიციაზე
** პრიორიტეტად ჩაითვლება რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა
** პრიორიტეტის განსაზღვრის უნარი
** ორგანიზებულობა/მოწესრიგებულობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი.

ანაზღაურება: 1000 ლარი + ბონუსი

დასუფთავების სამსახურის ცვლის ლიდერი

ძირითადი მოვალეობები:

** სასტუმროს ტერიტორიის დასუფთავება, კომპანიაში არსებული სტანდარტების მიხედვით
** დასუფთავების სამსახურის თანამშრომელთა სამუშაო პროცესის მართვა და სამუშაოს გადანაწილება
** "სასტუმრო იოტა"-ში დანერგილი დასუფთავების სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა
** რეპორტების მომზადება დასუფთავების სამსახურის სუპერვაიზერისა და დასუფთავების სამსახურის ხელმძღვანელისათვის
** სასტუმროს პროგრამაში მონაცემთა მუდმივი განახლება/შემოწმება
** საჭიროებისამებრ, დასუფთავების სამსახურის თანამშრომელთა ტრეინინგი
** კომპლექსის სრული ტერიტორიის სისუფთავის მუდმივი უზრუნველყოფა/მონიტორინგი
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

** სავალდებულოა მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება დასუფთავების მიმართულებით
** უპირატესობად ჩაითვლება გამოცდილება სასტუმროს მიმართულებით, ანალოგიურ პოზიციაზე
** პრიორიტეტად ჩაითვლება რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა
** ორგანიზებულობა/მოწესრიგებულობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი.

ანაზღაურება: 800 ლარი + ბონუსი

ჩვენ გთავაზობთ:

** მაღალი სტანდარტების მქონე, ხუთვარსკვლავიან სასტუმროში დასაქმებას
** მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის
** თბილ და მეგობრულ გარემოს
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ლერმონტოვის ქ. N10

თუ გსურთ, თქვენც გახდეთ ჩვენი მეგობრული და კრეატიული გუნდის წევრი, და თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები შეესაბამება აღნიშნული პოზიციისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr.iotahotels@gmail.com და წერილის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება ("დასუფთავების სამსახურის სუპერვაიზერი" "დასუფთავების სამსახურის ცვლის ლიდერი"), რომელზეც აგზავნით რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, შესაძლოა, არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნეს სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, ზემოთ აღნიშნულ მისამართზე.

"IOTA HOTELS" გისურვებთ კარიერულ წინსვლას და ცხოვრებისეულ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |