www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საწყობის ამგროვებელი
მომწოდებელი: ორი ნაბიჯი
გამოქვეყნდა: 11 ივნისი / განცხადების ვადა: 10 ივლისი

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის ამგროვებლის პოზიციაზე. 

სამუშაო საათები:  16:00-01:00, კვირაში 6 დღე
სამუშაო ადგილი:  აღმაშენებლის ხეივანი მე-6 კილომეტრი (საქალაქო სასამართლოს უკან).

ძირითადი ფუნქციები:

** სავაჭრო ობიექტებისთვის პროდუქციის  შეგროვება და მომზადება სადისტრიბუციოდ;
** ​სადისტრიბუციოდ მომზადებული საქონლის რეალური რაოდენობის აღრიცხვა და შეკვეთის ფურცელზე დადასტურება;
** პროდუქციის განთავსება მიზნობრივად განსაზღვრულ სივრცეში;
** პროდუქციის შეფუთვა სტანდარტის/ინსტრუქციის შესაბამისად;
** საწყობში განთავსებული საქონლის აწონვა, დათვლა და აღრიცხვა;

სავალდებულო მოთხოვნები: საშუალო განათლება

პიროვნული მახასიათებლები:

** ყურადღებიანი, დეტალებზე ორიენტირებული
** აკურატული
** პუნქტუალური
** დისციპლინირებული
** კეთილსინდისიერი
** ემოციურად სტაბილური/გაწონასწორებული

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ. მისამართზე HR1@orinabiji.ge  ან მობრძანდით შემდეგ მისამართზე და ადგილზე შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა: ისანი, ნავთლუღის ქ.39/41

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება- საწყობის ამგროვებელი,  წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯ"-ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯ"-ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |