www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების განვითარების მენეჯერი
მომწოდებელი: ალტა
გამოქვეყნდა: 11 ივნისი / განცხადების ვადა: 30 ივნისი

შპს "ალტა" დღეისთვის წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას საქართველოს ტექნოლოგიების ბაზარზე, ოპერირებს არსებული მსოფლიო ბრენდების, დისტრიბუციის, საცალო გაყიდვების და სერვისების რეალიზაციის მიმართულებით, წლების განმავლობაში გაფორმებული აქვს პარტნიორული კონტრაქტები უმსხვილეს მსოფლიო ბრენდებთან.

შპს "ალტა" აცხადებს ვაკანსიას საცალო ქსელებში გაყიდვების განვითრების მენეჯერის ვაკანტურ პოზიციაზე.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში:

** შეგეძლებათ იმუშაოთ კომფორტულ გარემოში;
** გექნებათ თვითრეალიზაციისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
** იმუშავებთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად;
** გექნებათ კონკურენტული ანაზღაურება, ბონუსები და ჯანმრთელობის დაზღვევა.

განაკვეთი: სრული.

მოვალეობები:

** ბაზრის კვლევა და ანალიზი;
** არსებულ ბაზარზე ფასების კონტროლი;
** კონკურენტების მონიტორინგი, ბაზის შექმნა და მუდმივი განახლება;
** საცალო გაყიდვების გუნდთან მუდმივი კომუნიკაცია;
** მატრიცის შესაბამისად, მაღაზიებში პროდუქციის სწორი განლაგების კონტროლი;
** მაღაზიების გაყიდვებისა და საწყობის ნაშთების კონტროლი;
დაგეგმილი მარკეტინგული აქტივობების მსვლელობის კონტროლი.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა, MS Excel-ის ცოდნა საჭიროა განსაკუთრებულად მაღალ დონეზე;
** მსგავს პოზიციაზე (საცალო ქსელები) მუშაობის მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის ფლობა B1 დონე;
** რუსული ენის ფლობა B1 დონე;

საქმიანი თვისებები:

** პასუხისმგებლობის გრძნობის მაღალი ხარისხი;
** კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** კრიტიკული აზროვნება;
** სამუშაოზე კონცენტრირება და სტრესული სიტუაციის მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობა;
** ორგანიზებულობა და სწორი დაგეგმვის უნარი;
** დროის მართვის უნარი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV თანდართული ფოტოსურათით გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@alta.com.ge 2019 წლის 30 ივნისამდე. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გამოყენებული იქნება კანდიდატთა შერჩევის შემდეგი პროცედურები:

** წინასწარი გადარჩევა წარმოდგენილი CV-ების მიხედვით;
** გასაუბრება;
** IQ და OPQ ტესტი;
** ინგლისური ენის დონის დადგენის ტესტი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |