www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: ტექნოლოგიური კომპანია აი თი ბი
გამოქვეყნდა: 11 ივნისი / განცხადების ვადა: 21 ივნისი

კომპანია "აი თი ბი" არის ტექნოლოგიური მიმართულების სისტემ ინტეგრატორი. ჩვენი კომპანიის ძირითადი მიმართულებებია ელექტროობა, დაცვითი სისტემები, სახანძრო უსაფრთხოება და სხვა.

კომპანიის გუნდი დაკომპლექტებულია ახალგაზრდა, მოტივირებული ადამიანებით, რომელთა ძირითადი მიზანია ევროპული საინჟინრო და ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების დანერგვა საქართველოში.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში ჩვენ გთავაზობთ:

** კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** მეგობრულ და პოზიტიურ გარემოს;
** პროფესიულ განვითარებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.

პოზიცია: ოფისის მენეჯერი

ფუნქციები:

** მცირე თანხიანი საბანკო გადარიცხვების შესრულება;
** პირველადი დოკუმენტების, ინვოისის მომზადება;
** უცხოელ მომწოდებლებთან კომუნიკაცია ლოჯისტიკურ საკითხებზე;
** ტექნიკური გუნდის ადმინისტრაციული მხარდაჭერა;
** საბუთების რეგისტრაცია, დახარისხება, შენახვა და საჭიროების შემთხვევაში თანამშრომლებისთვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
** შეხვედრების ორგანიზება;
** ოფიციალური ელექტრონული მიმოწერის წარმოება;
** სატელეფონო ზარების პასუხი;
** ოფისის საჭირო ინვენტარით უზრუნველყოფა.

მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** საოფისე პროგრამების სამუშაო დონეზე ცოდნა (MS Office: MS Word, MS Excel, MS Outlook, MS PowerPoint);
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა - B2 დონე.

უნარები:

** პუნქტუალურობა;
** მოტივირებულობა და განვითარებაზე ორიენტირება;
** შედეგზე ორიენტაცია;
** სწრაფად ათვისებისა და ინიციატივების გამოხატვის უნარი;
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტაცია;
** ბიზნეს კომუნიკაციის უნარი;
** დროის მართვის უნარი.

სამუშაო განაკვეთი: 11.00-19.00.
სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი.
ანაზღაურება: შეთანხმებით, კანდიდატის გამოცდილების და კომპეტენციების შესაბამისად.

გთხოვთ, არაუგვიანეს 21 ივნისისა გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@itb.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება "ოფისის მენეჯერი".

გაცნობებთ, რომ ჩვენ ვახორციელებთ კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ შესაძლოა დამუშავდეს სხვა ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 5 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ, მოგვმართოთ.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |