www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ადმინისტრატორი
მომწოდებელი: კლინიკა მედი
გამოქვეყნდა: 11 ივნისი / განცხადების ვადა: 10 ივლისი

კლინიკა "მედი" აცხადებს ვაკანსიას ბათუმის ფილიალში ადმინისტრატორის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** სასურველია სამუშაო გამოცდილება შესაბამის პოზიციაზე ან შესაბამისი პროფილის კომპანიაში
** გაყიდვების მიმართულებით გამოცდილება
** რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
** ასაკი -35 წლამდე
** სქესი - მდედრობითი

ფუნქცია მოვალეობები:

** პაციენტთან სატელეფონო კომუნიკაცია, პროცედურებით შეთავაზება მომსახურების სტანდარტების დაცვით.
** პაციენტების დახვედრა/დარეგისტრირება.
** პაციენტებისთვის კლინიკის პროდუქტების გაცნობა/შეთავაზება.

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** პუნქტუალურობა
** გამართული მეტყველების უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას
** კომფორტულ და სტაბილურ სამუშაო გარემოს
** კომპანიის პროცედურებზე კორპორატიული ფასდაკლება

კანდიდატების შერჩევა წარმოებს გასაუბრების საფუძველზე.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე hr@medi.ge 2019 წლის 10 ივლისამდე. ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე (CV) არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |