www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მონაცემთა ბაზის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: SPAR Georgia
გამოქვეყნდა: 11 ივნისი / განცხადების ვადა: 10 ივლისი

საერთაშორისო საცალო ვაჭრობის წამყვანი ბრენდი "SPAR", რომელიც 1932 წელს ჰოლანდიაში შეიქმნა, ფლობს 12 500-ზე მეტ მაღაზიას მსოფლიოს 48 ქვეყანაში, 4 კონტინენტზე და ყოველდღიურად 13 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება.

"SPAR"-ის მაღაზიათა ქსელის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული - მუდმივად შესთავაზოს სიახლე, მაღალი ხარისხის პროდუქცია და გამორჩეული მომსახურება. ამ ღირებულებებისათვის ჩვენ ვახდენთ ადამიანური რესურსების განვითარებას შესაბამისი ინფრასტრუქტურის, სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვით.

მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს გვერდს მისამართზე: https://www.facebook.com/SPAR.Georgia/

"SPAR Georgia" - "SPAR International"-ის გლობალური ოჯახის წევრი, აცხადებს კონკურსს მონაცემთა ბაზის ადმინისტრატორის ვაკანტურ პოზიციაზე.

მოვალეობები:

** ფასების პროგრამული ცვლილება;
** აქციების პროგრამული გატარება;
** ახალი პროდუქტის პროგრამულად დამატება;
** არსებულ პროდუქციაზე ნებისმიერი რეკვიზიტის პროგრამული ცვლილება;
** ფრენჩაიზებზე მიყიდული პროდუქციის ფასების და ნომენკლატურების რეგისტრაცია;
** გაყიდვის ზედნადების ატვირთვა (კლიენტზე/მომწოდებელზე პროდუქციის პროგრამულად მიყიდვა);
** მაღაზიების შესყიდვა/გაყიდვის პრობლემების გარკვევა და დახმარება;
** ხილ-ბოსტნის მარჟების კონტროლი;

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ბიზნესის ადმინისტრირება; ფინანსები);
** 1C-სთან მუშაობის გამოცდილება;
** Microsoft Excel - ის სრულყოფილი ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** საორგანიზაციო, საკომუნიკაციო, დროისა და პროცესების მართვის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: vacancy@spar-georgia.com და სათაურის ველში - "Subject" მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება "მონაცემთა ბაზის ადმინისტრატორი" წინააღმდეგ შემთხვევაში, კანდიდატურა ვერ განიხილება.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |