www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კონკურსი ლოგოს შექმნაზე
მომწოდებელი: ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი
თანდართული ფაილი: 21423_aht_logo_contest_4740147.zip
გამოქვეყნდა: 11 ივნისი / განცხადების ვადა: 24 ივნისი

"ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი" აცხადებს კონკურსს ჰოსპიტალის ლოგოს შექმნასთან დაკავშირებით.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხატვრებს, დიზაინერებს, გრაფიკოსებს და ა.შ. შინაარსობრივად ლოგო უნდა ასახავდეს "ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის" საქმიანობის სპეციფიკას (შინაარსი იხილეთ ბმულში), უნდა იყოს ადვილად აღქმადი, დასამახსოვრებელი და პოზიტიური, ბრენდირებული (ლოგო მარტივად უნდა თავსდებოდეს დაწესებულების ნებისმიერ საბრენდო პროდუქციაზე, მაგალითად: სავიზიტო ბარათზე, კალამზე, ვებ-გვერდზე და ა.შ.), ხარისხიანი რეპროდუქციის მიზნით, არ უნდა იყოს მიმსგავსებული სხვა ლოგოებს, არ იწვევდეს მცდარ ასოციაციებს, უნდა იყოს ვიზუალურად მიმზიდველი, როგორც მცირე (სულ მცირე 2X2 სმ), ასევე ფართო მასშტაბით.

ტექნიკური თვალსაზრისით, ლოგო უნდა იყოს მარტივად გამოსაყენებელი, დასამუშავებელი, მარტივად უნდა შეიძლებოდეს ზომის ცვლილება, მანიპულირება ნებისმიერი რეპროდუქციის მიზნით.

თავდაპირველად მასალა უნდა იყოს წარმოდგენილი JPEG ფაილის სახით, შემდგომ კი ვექტორულ გრაფიკულ ფორმატში.

"ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის" ხელმძღვანელობა გამოავლენს ლოგოს საუკეთესო ნამუშევრებს.

წარდგენილი მასალა ხდება ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის საკუთრება და შეიძლება გამოყენებულ იქნეს ჰოსპიტალის ნებისმიერი მიზნებისათვის.

კონკურსანტის მიერ წარსადგენი სავალდებულო დოკუმენტაცია:

** დასკანერებული ხელმოწერილი წერილი, რომელიც ადასტურებს, რომ არის საკუთარი ნამუშევარი, არ მიუბაძავთ სხვისთვის ან არ გამოუყენებიათ წინა დიზაინი, მათ შორის საკუთარიც;
** განცხადება იმის თაობაზე, რომ, კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, მათ მიერ შექმნილი ლოგოზე ინტელექტუალური საკუთრების ყველა უფლებას უპირობოდ გადასცემენ ამერიკულ ჰოსპიტალს, ხოლო თუ ასეთი ლოგოს გამოყენებით შეილახება მესამე პირთა უფლებები, ვალდებულებას იღებენ აანაზღაურონ ასეთი დარღვევით გამოწვეული ყველა ზიანი.
** ლოგოს JPEG ბრენდირებული ფაილები.
** საკონტაქტო ინფორმაცია.

საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 24 ივნისი, 18:00 საათი. დაგვიანებით წარმოდგენილი შეთავაზებები არ განიხილება. კონკურსანტებმა მოთხოვნილი ფაილები და რეკვიზიტები უნდა გამოგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: n.kalandarishvili@ahtbilisi.com და სათაურის ველში ჩაწერონ "Logo".

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ტელეფონზე: 599 049700.

გამარჯვებულ კონკურსანტთან გაფორმდება ხელშეკრულება "სახელმწიფო შესყიდვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.

კონკურსის საგნის ღირებულება შეადგენს არაუმეტეს 2000 (ორიათასი) ლარს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |