www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტრენინგი - ლოგისტიკა და მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტი
მომწოდებელი: VIP Intellect Group
გამოქვეყნდა: 11 ივნისი / განცხადების ვადა: 10 ივლისი

"VIP Intellect Group"-ი გთავაზობთ ტრეინინგ პროგრამას: ლოგისტიკა და მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტი!

კურსი მსმენელს საშუალებას აძლევს მიიღოს და გაიღრმავოს ცოდნა ლოგისტიკის მიმართულებით, რათა წარმატებით შეძლონ აღნიშნულ სფეროში მოღვაწეობა. კურსის თეორიული და პრაქტიკული ნაწილი მსმენელს აძლევს საშუალებას კრეატიულად და ინოვაციურად მიუდგეს სხვადასხვა ლოგისტიკურ პრობლემებს და მონახოს მათი ეფექტურად გადაჭრის გზები.

ჩვენ მიერ მომზადებულები არიან სხვადასხვა წამყვანი კომპანიის ლოგისტიკის განყოფილების კადრები, მათ შორისაა: სოკარ ჯორჯია, შავი ზღვის ტერმინალი, ივერმედი, ვესტინვესტი, ნიკორა ტრეიდი, თეგეტა მოტორსი, კავკასუს ონლაინი, დიო, ინსტა, ორიგინალ ჯგუფი, ფარმაცევტული კომპანიები და სხვადასხვა სატრანსპორტო, გადამზიდავი კომპანიები და მრავალი სხვა.

გაითვალისწინეთ! ხორციელდება კორპორატიული ტრეინინგების ჩატარება, როგორც ჩვენს ოფისში, ასევე ადგილზე მოსვლით. სპეციალურად თქვენი მოთხოვნებიდან გამომდინარე შეიქმნება სპეციალიზებული პროგრამა.

კურსდამთავრებული უპირატესობანი:

** Sales Forecasting - გაყიდვების პროგნოზირება
** Supply Chain - მოთხოვნა-მოწოდების ჯაჭვი
** Expedition - ტრანსპორტირების მართვა
** Warehouse Management - საწყობის მართვა
** Fleet Management - ავტოპარკი (ტრანსპორტირების მენეჯმენტი)
** Delivery - მიწოდება

კურსის შინაარსი:

კურსი მოიცავს ლოგისტიკის კომპანიებში ლოგისტიკის მნიშვნელობის დადგენას, ფუნქციონალურ და სტრუქტურულ ანალიზს, პასუხისმგებლობის დაზუსტებას და კომპეტენციების სრულყოფილ გადანაწილებას.

პროგრამა მოიცავს:

** შესავალი ლოგისტიკაში, ლოგისტიკის მნიშვნელობა, მიზნები და მათ შორის არსებული კონფლიქტები;
** მომარაგების ლოგისტიკა: მომარაგების ბაზრის კვლევა, მომწოდებლების შერჩევა და ანალიზი;
** მიწოდების ჯაჭვის დაგეგმვა და რისკების ანალიზი. ქეისების განხილვა მიწოდების ჯაჭვზე (Seven Eleven Japan, Zara, Caladero...), just-in-time სისტემა;
** მარაგების როლი სავაჭრო და ინდუსტრიულ კომპანიებში და მისი მართვა;
** საერთაშორისო გადაზიდვების სახეები, ინკოტერმსი და მისი გამოყენება საერთაშორისო გადაზიდვებში;
** საბაჟო პროცედურები და დაზღვევა;
** ლოგისტიკური ცენტრები და სასაწყობო მეურნეობა;
** მიწოდების ლოგისტიკა, მარშრუტების დაგეგმვა და ოპტიმიზაცია;

ლექციების მიმდინარეობისას დიდი ნაწილი ეთმობა პრაქტიკული მაგალითებს, ლოგისტიკის და მიწოდების ჯაჭვში მსოფლიოში არსებულ უახლეს ტენდენციებს განხილვას და სხვადასხვა ამოცანებს;

კურსდამთავრებული შეძლებს:

ლოგისტიკის კურსის გავლის შემდეგ სპეციალისტი შეძლებს მართოს პროცესები: შესყიდვებს, დისტრიბუციას, საწყობის/მარაგების მართვას, ტრანსპორტირებას, მიწოდების ჯაჭვის მოწყობა/შეფასებას, ხარჯების მინიმიზაციას და სხვა. ლოგისტიკის სპეციალისტებს შეუძლიათ წარმატებით იმუშაონ, როგორც სახელმწიფო და სამხედრო სტრუქტურებში, ასევე საბანკო, საწარმო, სადისტრიბუციო, სატრანსპორტო და სხვა ტიპის კერძო კომპანიებში.

კურსი მოიცავს: 16 საათს
სწავლის ღირებულება: ჯგუფში ერთი მონაწილისთვის - 450 ლარი

ჩვენ მიერ მომზადებულები არიან სხვადასხვა წამყვანი კომპანიის ლოგისტიკის განყოფილების კადრები!

ლექციებს უძღვებიან პროფესიონალი ტრენერები, სპეციალური მოწვევით: სოსო ჭიპაშვილი, მიხეილ კუტალაძე!

საკონსულტაციო მომსახურება:
ასევე, თუ სამუშაო პროცესში შეგექმნებათ რაიმე ტიპის ლოგისტიკური პრობლემა ჩვენი სპეციალისტები გაგიწევენ საკონსულტაციო მომსახურებას.

ჩვენს მიერ მომზადებულები არიან სხვადასხვა წამყვანი კომპანიის ლოგისტიკის განყოფილების კადრები!

ლექციებს უძღვებიან პროფესიონალი ტრენერები, სპეციალური მოწვევით: იოსებ ჭიპაშვილი და მიხეილ კუტალაძე!

გაითვალისწინეთ! ხორციელდება კორპორატიული ტრეინინგების ჩატარება, როგორც ჩვენს ოფისში, ასევე ადგილზე მოსვლით. სპეციალურად თქვენი მოთხოვნებიდან გამომდინარე შეიქმნება სპეციალიზებული პროგრამა.

საკონსულტაციო მომსახურება: ასევე, თუ სამუშაო პროცესში შეგექმნებათ რაიმე ტიპის ლოგისტიკური პრობლემა ჩვენი სპეციალისტები გაგიწევენ საკონსულტაციო მომსახურებას.

შეავსე სარეგისტრაციო ფორმა და დარეგისტრირდი ჯგუფში: http://www.vipintellect.ge/ge/register
მის: პეკინის 28 მე-6 სართ.
237-19-39; 593 61 82 12; 551 196110;
e-mail: ninovipicg@gmail.com
https://www.facebook.com/vipintellectgroup



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |