www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სასტუმროს მიმღები
მომწოდებელი: სასტუმრო Brim Tbilisi
გამოქვეყნდა: 11 ივნისი / განცხადების ვადა: 30 ივნისი

თბილისში, გაიხსნა პირველი სასტუმრო "Brim Tbilisi", რომელიც მზის ენერგიაზე მუშაობს.

სასტუმრო მოიცავს: 52 ნომერს, 2 რესტორანსა და საკონფერენციო სივრცეს. იმისათვის, რომ ჩვენმა გუნდმა დასახულ მიზნებს მიაღწიოს, ვაცხადებთ ვაკანსიას მიმღების პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, მალხაზ აბდუშელიშვილის 12-14 (ავლაბარი)

მოთხოვნები:

** სასტუმროში მიმღების პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
** საოფისე, სასტუმროს პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
** ენერგიული, კომუნიკაბელური, თავაზიანი, ყურადღებიანი;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;

ანაზღაურება: 750 ლარი (ხელზე ასაღები თანხა) კვება.

ჩვენ გთავაზობთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, რომელიც ხელს შეგიწყობთ დაკისრებული მოვალეობების შესრულებაში.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV მეილზე info@brimtbilisi.com გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს, რომლებიც გასაუბრების ეტაპზე გადავლენ.

სასურველია კანდიდატს ჰქონდეს სარეკომენდაციო წერილი.

განაცხადი მიიღება 30.06.2019-ის ჩათვლით.

სასტუმრო Brim Tbilisi გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |