www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ვებ დეველოპერი
მომწოდებელი: Green Cat Agency
გამოქვეყნდა: 11 ივნისი / განცხადების ვადა: 10 ივლისი

ციფრული მარკეტინგის სააგენტო "Green Cat Agency" აცხადებს ვაკანსიას ვებ დეველოპერის პოზიციაზე.

შენ დაგევალება:

** მოწოდებული ტექნიკური დავალების მიხედვით მუშაობა;
** დავალების შეფასება და ვადების განსაზღვრა;

შენ უნდა იცოდე:

** PHP OOP, PHP Frameworks (Laravel, Codeigniter, Wordpress), SQL, HTML5, CSS3;
** ვებ სერვისებთან მუშაობა;
** API-სთან მუშაობა; - ინგლისური და რუსული ენები მინიმუმ ტექნიკურ დონეზე;

უპირატესობად ჩაითვლება:

** გრაფიკულ რედაქტორებში მუშაობის გამოცდილება;
** სხვა დაპროგრამების ენების საფუძვლიანი ცოდნა;

ყურადღებას არ ვაქცევთ:

** უმაღლეს განათლებას;
** დიპლომებს, სიგელებს, სერთიფიკატებს, რეკომენდაციებს და ა.შ.

ჩვენ გთავაზობთ:

** ანაზღაურებას 2500+ლარი (1 თვე ანაზღაურებადი სტაჟირება);
** დადებით სამუშაო გარემოს თბილისის ცენტრში, კომფორტულ ოფისში, თავისუფალ და მეგობრულ გარემოში;
** საკუთარ სტარტაპებზე მუშაობის შესაძლებლობას კომპანიის რესურსების დახმარებით (ტექნიკური, ფინანსური, ტექნოლოგიური, ადამიანური);
** სხვადასხვა გასართობ ღონისძიებას;
** მოხერხებულ სამუშაო გრაფიკს (დღის 13:00-დან საღამოს 20:00-მდე) კვირაში 3 დღე დასვენებით (დასვენების დღეებს ირჩევ თავად წინასწარი შეთანხმებით).

გაითვალისწინე:

** ყველა შერჩეულ კანდიდატს მივცემთ სატესტო დავალებას;
** ჩვენ არ ვეძებთ "თანამშრომელს", ჩვენ ვეძებთ გუნდის წევრს;
** არ გვიყვარს სიტყვები "არ გამოვა", "ვერ ვიზამ", "შეუძლებელია";

თუ შენ აკმაყოფილებ ჩვენს მოთხოვნებს და გსურს მეგობრულ, კომფორტულ გარემოში მუშაობა, გამოგვიგზავნე რეზიუმე (ფოტოსურათით და ნამუშევრებით) ელ-ფოსტაზე: webcoder@greencat.agency

ჩვენი გუნდი გისურვებს წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |