www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: .NET Core დეველოპერი
მომწოდებელი: Dolphin Software
გამოქვეყნდა: 11 ივნისი / განცხადების ვადა: 10 ივლისი

"დოლფინ სოფტვეა" ქართული software კომპანიაა, რომელიც 2004 წლიდან წარმოადგენს მთავარ პროვაიდერს მიკროსაფინანსო ბაზარზე.

ჩვენი გუნდი მზად არის მოტივირებულ და შრომისმოყვარე ადამიანებთან თანამშრომლობისთვის. ვაცხადებთ ვაკანსიას .NET Core დეველოპერის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: 10:00-19:00; ორშაბათი-პარასკევი
ანაზღაურება: 3000 ლარიდან (კვალიფიკაციის შესაბამისად)

ძირითადი უნარები:

** რამდენიმე პროექტზე/დავალებაზე მუშაობისას საკითხების ორგანიზების უნარი მაქსიმალური პროდუქტიულობისთვის. დროულად ხარისხიანი სამუშაოს შესრულების უნარი.
** პროდუქტის მართვის ჯგუფთან ერთად ტექნიკური დავალების ადაპტირება.
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარები
** ოპტიმალური გადაწყვეტილებისთვის open-source, კომერციული ან custom-built კოდის შერჩევისა და დანერგვის უნარი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** .NET Core-თან მუშაობის გამოცდილება
** მინიმუმ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება C# .NET-თან
** მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება Windows აპლიკაციების/სერვისების დეველოპმენტზე
** SQL Server-ის მაღალ დონეზე ცოდნა
** ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირების ძირითადი პრინციპების საფუძვლიანი ცოდნა
** ADO.NET Entity Framework, Microsoft RIA Services, Windows Communication Foundation, Model-View-View Model Design Pattern-ის მაღალ დონეზე ცოდნა
** MVC, WPF-თან მუშაობის გამოცდილება
** გამოცდილება ვებ დეველოპმენტში (HTML, CSS, AJAX, JavaScript, jQuery, ASP.NET MVC).

პრივილეგიად ჩაითვლება:

** AngularJS ან ReactJS-ის საფუძვლების ცოდნა
** Agile გუნდის წევრებთან მუშაობის გამოცდილება, ნაწილობრივ QA-სთან
** სესხის ან გადახდის მოდულის დეველოპმენტში მუშაობის გამოცდილება
** "Scrum" მეთოდით მუშაობის გამოცდილება
** ქსელის არქიტექტურისა და უსაფრთხოების პრინციპების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
** ყურადღება დეტალების მიმართ.
** გუნდური მუშაობის უნარი.
** პუნქტუალურობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** მუშაობას მეგობრულ და კვალიფიციურ გუნდთან
** მრავალფეროვან და გამოწვევებით აღსავსე გარემოს
** მუდმივ განვითარებას
** საბონუსე სისტემას.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@loankeeper.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - ".NET Core Developer".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |