www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი
მომწოდებელი: Realtor.ge
გამოქვეყნდა: 11 ივნისი / განცხადების ვადა: 10 ივლისი

უძრავი ქონების კომპანია "Realtor.ge" მოხარულია შემოგთავაზოთ ვაკანსია საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მარკეტინგისა და პიარის სფეროში;
** ციფრული მარკეტინგისა და პიარის წარმოების ცოდნა;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საქმიანობის ორგანიზებისა და ეფექტურად დაგეგმვის უნარი;
** წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარ-ჩვევები;
** ქართული, ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
** ​კომპიუტერულ პროგრამებში (Word, Excel, PowerPoint, Photoshop) მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;

მოვალეობები:

** კომპანიის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიის შემუშავება და მართვა;
** კომპანიის ვებ გვერდის/სოციალური მედიის და მის საქმიანობასთან დაკავშირებული პროცესების კოორდინირება;
** კომპანიის საქმიანობის შესახებ საზოგადოების ინფორმირება;
** საჯარო პრეზენტაციების, ღონისძიებებისა და საინფორმაციო კამპანიების დაგეგმვა/მომზადება;
** საჭირო მასალის (წერილობითი, აუდიო, ვიდეო ან სხვა) შექმნა, დამუშავება და შესაბამისი არხებით გავრცელება;

სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი;
სტაჟირების პერიოდი: 2 კვირა (ანაზღაურების გარეშე)
სტაჟირების შემდგომი ანაზღაურება: 1000 ლარი (საწყისი)
სამუშაო დღეები/საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00, შაბათი 11:00-16:00.
კომპანიის ოფისის მისამართი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. 66.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, სამოტივაციო წერილთან ერთად, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მოგვმართოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: office@makler.ge და/ან ეწვიოთ კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდს: http://www.makler.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |