www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კონკურსი სასტუმროს მომსახურებაზე
მომწოდებელი: საზოგადოება ბილიკი
გამოქვეყნდა: 11 ივნისი / განცხადების ვადა: 21 ივნისი

საზოგადოება "ბილიკი" იწვევს დაინტერესებულ მხარეებს მონაწილეობა მიიღონ სასტუმროს მომსახურებაზე ზაფხულის ბანაკის მონაწილე ბავშვების (6-18 ასაკის ბავშვები) განთავსებისთვის.

ბანაკი დაგეგმილია ორ ეტაპად: 2019 წლის 12 ივლისიდან 21 ივლისის ჩათვლით და 22 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით.

ვის შეუძლია მონაწილეობა:

** სასტუმროები;
** სანატორიუმები;
** დასასვენებელი და გამაჯანსაღებელი კომპლექსები;
** საოჯახო სახის სასტუმროები;

ძირითადი მოთხოვნები:

ყველა დაინტერესებული მხარე, რომელიც აპირებს კონკურსში მონაწილეობის მიღებას, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

1. საზაფხულო ბანაკის ადგილი: საზაფხულო ბანაკის ადგილი უნდა იყოს განლაგებული საქართველოს საზაფხულო საკურორტო - საზღვაო ადგილას (ურეკი, ქობულეთი, ბათუმი და ა.შ)

2. დაბინავება:

** საზაფხულო ბანაკის ადგილი უნდა იყოს უზრუნველყოფილი, თითოეულ ეტაპზე შესაბამისი რაოდენობის ოთახებით 25-30 ადამიანის კომფორტულად განთავსებისათვის.
** საზაფხულო ბანაკის ადგილი უზრუნველყოფილი იყოს ინტერნეტით (WiFi)
** საზაფხულო ბანაკის ადგილი უნდა ფლობდეს კეთილმოწყობილ ეზოს, გარე აქტივობების განსახორციელებლად.

3. კვებითი მომსახურება: კვების სრული პაკეტი (საუზმე, სადილი და ვახშამი);

შერჩევის კრიტერიუმები: ისეთ დაინტერესებულ მხარეებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ყველა მოთხოვნას და წარმოადგენენ კონკურენტულ ფასს, მიენიჭებათ უპირატესობა.

გთხოვთ, საკონკურსო განაცხადები გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტით მისამართზე: societybiliki@gmail.com;

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინოთ შემდეგი ინფორმაცია: სასტუმროს საკონტაქტო ინფორმაცია (მისამართი, ტელ. ნომერი, ვებ გვერდი ან Facebook გვერდი) და ფასი ერთ ადამიანზე. (დღგ-ს ჩათვლით)

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 21 ივნისი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |