www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ექსპორტის მენეჯერი
მომწოდებელი: ქართული ლუდის კომპანია
გამოქვეყნდა: 11 ივნისი / განცხადების ვადა: 30 ივნისი

სს "ქართული ლუდის კომპანიის" ლუდსახარში "ზედაზენი" აცხადებს ვაკანსიას ექსპორტის მენეჯერის პოზიციაზე.

მდებარეობა: საგურამო.

მოვალეობები:

** პოტენციური დისტრიბუტორების მოძიება და ურთიერთობების დამყარება, გაყიდვების ზრდა ახალ კლიენტთან;
** არსებული დისტრიბუტორებთან ურთიერთობა/გაყიდვების ზრდა არსებულ პორტფელზე
** დისტრიბუტორების აქტივობების მუდმივი მონიტორინგი;
** საექსპორტო ბაზრებზე გაყიდვების ანალიზის მომზადება;
** ექსპორტისთვის დაწესებული გეგმის მონიტორინგის შესრულება/ყოველთვიური გეგმების დაწესება;
** საექსპორტო პროდუქციის გადაზიდვებისა და ლოჯისტიკის საკითხების ორგანიზება;
** საექსპორტო დოკუმენტაციის მომზადების უზრუნველყოფა;
** წარმოებული საექსპორტო პროდუქციის ნაშთების კონტროლი;
** ჩამოსასხმელი საწარმოს მიერ გეგმის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
** საექსპორტო ეტიკეტების თარგმნის და ბეჭდვის ორგანიზება საექსპორტო ქვეყნის საკვები და სასმელი პროდუქტების ნორმების დაცვით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ფინანსების განხრით);
** სასურველია 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს სფეროში;
** MS Office-ის ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ფლობა, დამატებითი ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** ორგანიზებულობა და პრობლემების სწრაფად მოგვარების უნარი;
** რამდენიმე დავალების ერთდროულად შესრულების უნარი;
** კონტროლისა და ანალიზის უნარი;
** გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** კომუნიკაბელური;
** დისციპლინირებული;
** მოტივირებული.

გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: hr@geobeer.ge და მიუთითოთ პოზიციის დასახელება წერილის სათაურად, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

განაცხადების წარმოდგენის საბოლოო ვადაა 2019 წლის 30 ივნისი.

მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება, შერჩევის შემდგომ ეტაპში მონაწილეობის მისაღებად.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |