www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: არქიტექტურული კონკურსი კონცეპტუალურ დიზაინზე
მომწოდებელი: საზოგადოება ივერიისა
თანდართული ფაილი: 21560_concept_competition_9318120.zip
გამოქვეყნდა: 11 ივნისი / განცხადების ვადა: 31 ივლისი

2019 წლის 8 მაისს საქართველოს მთავრობის, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისა და ა(ა)იპ "საზოგადოება ივერიისა"-ს მიერ ხელმოწერილი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის შესაბამისად, ა(ა)იპ "საზოგადოება ივერიისა" მიმდინარე წლის 10 ივნისს აცხადებს საერთაშორისო არქიტექტურულ კონკურსს მხარეთა ერთობლივი პროექტის ფარგლებში მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის მშენებარე ტაძრის მიმდებარედ, თანამედროვე და უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, სამეცნიერო-კვლევითი და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრ-მუზეუმის პროექტის კონცეპტუალური დიზაინის შესაქმნელად.

კონკურსი ღიაა და მასში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ არქიტექტორს/არქიტექტურულ კომპანიას, რომელიც აკმაყოფილებს საკონკურსო პირობებით განსაზღვრულ მოთხოვნებს. საკონკურსო პირობებისა და ტექნიკური დავალების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ "საზოგადოება ივერიისა"-ს ვებ და facebook გვერდებზე: http://www.iveriisa.ge და https://www.facebook.com/iveriisa/

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის შესაბამისად, კონკურსში გამარჯვებულ კომპანიას/საპროექტო ჯგუფს გამოავლენს საბჭო, რომელიც დაკომპლექტებულია საქართველოს მთავრობის, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისა და ა(ა)იპ "საზოგადოება ივერიისა"-ს წარმომადგენლებისაგან.

კონკურსით მოთხოვნილი პროექტის ჩაბარების ბოლო ვადაა 2019 წლის 31 ივლისი.

საკონკურსო კომისია იმუშავებს 2019 წლის 25 აგვისტომდე. შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს 2019 წლის 28 აგვისტოსი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |