www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: რეგისტრატორი, ბარმენი, სერვისის მენეჯერი
მომწოდებელი: ნუნისი
გამოქვეყნდა: 11 ივნისი / განცხადების ვადა: 4 ივლისი

სამკურნალო, და დასასვენებელი კომპლექსი "Nunisi Forest Hotel & Spa", რომელიც მდებარეობს ბალნეო-კლიმატურ კურორტ ნუნისში, ეძებს გუნდის ახალ წევრებს შემდეგ პოზიციებზე:

სამუშაო ადგილი: ნუნისი, კვება და საცხოვრებელი უზრუნველყოფილია კომპლექსში
სამუშაოს ხანგრძლივობა: ივნისი-სექტემბერი (შესაძლოა ოქტომბერიც)

1. მიმღები, რეგისტრატორი

ძირითადი მოვალეობები:

** სატელეფონო ზარებზე პასუხი და ინფორმაციის მიწოდება
** ჯავშნების განხორციელება, მათ შორის რეზერვაციების მართვა booking.com-ზე.
** სტუმრების მიღება, რეგისტრაცია და გაცილება
** სტუმართან ანგარიშსწორების განხორციელება
** ადმინისტრაციული დავალებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
** რუსული და ინგლისური ენების საბაზისო ცოდნა.
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** კომუნიკაბელურობა და არაკონფლიქტურობა;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ;

2. ბარმენი

ძირითადი მოვალეობები:

** დამსვენებლებისათვის სასიამოვნო და დადებითი პროფესიონალური გარემოს შექმნა
** ბარის პროდუქციის გაყიდვა
** ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების მომზადება;
** საჭირო პროდუქტის ჩამოწერა შესაკვეთად და მარაგების შესავსებად;
** ინვენტარის გაკონტროლება;
** სალაროსთან მუშაობა;
** სამუშაო ობიექტზე ჰიგიენურ-სანიტარიულ ნორმების დაცვა და კონტროლი

ძირითადი მოთხოვნები:

** კომუნიკაბელურობა და არაკონფლიქტურობა;
** სასურველია გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე;

3. სერვისის მენეჯერი

ძირითადი მოვალეობები:

** კომპლექსის სერვისის მუდმივი კონტროლი;
** კომპლექსის სერვისის გაუმჯობესებაზე ზრუნვა
** სტუმართან ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაციის დამყარება
** სტუმრის კეთილგანწყობაზე ზრუნვა, მათი ლოიალობის გაზრდაზე მუშაობა
** სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება - ნომრების, ტარიფებისა და ღონისძიებების, არსებული სხვა ობიექტების შესახებ;
* სერვისის პროცესის მუდმივი მონიტორინგი და შეფერხებების, პრობლემატური შემთხვევებზე დროული რეაგირება;
** მომხმარებლის მოთხოვნის დაფიქსირება და საჭირო რგოლის საქმეში ჩართვა
** დამლაგებლების კონტროლი, ნომრების შემოწმება, კომპლექსის ტერიტორიის, ბარის, სასადილოს და საკონფერენციო დარბაზის შემოწმება
** დაგეგმილი ღონისძიებების ორგანიზებაში და მართვაში მონაწილეობის მიღება
** მენეჯერთან რეპორტინგი

ძირითადი მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სასურველია
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა სასაუბრო დონეზ3
** ეფექტური კომუნიკაციის უნარ-ჩვევები
** თავაზიანი, ყურადღებიანი, არაკონფლიქტური
** სტრესულ გარემოში მუშაობის გამოცდილება

განცხადების მიღების ბოლო ვადა: 4 ივლისი.

გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით ელ. ფოსტით მისამართზე: info@nunisi.ge, სათაურში სასურველი პოზიციის მითითებით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |