www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სატელეფონო გაყიდვების ოპერატორი
მომწოდებელი: ჯიპიაი ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 11 ივნისი / განცხადების ვადა: 21 ივნისი

სს "სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას სატელეფონო გაყიდვების ოპერატორის პოზიციაზე.

სს "სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი" (www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის - "ვენის სადაზღვევო ჯგუფის" (www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. "ჯიპიაი ჰოლდინგი" გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.

პასუხისმგებლობები:

** კლიენტებთან ურთიერთობა სადაზღვევო პროდუქტების სრულყოფილი გაცნობა/კონსულტაცია სატელეფონო რეჟიმში;
** პოტენციური/არსებული კლიენტების საჭიროებების განსაზღვრა/დახმარება;
** არსებულ კლიენტებთან მუდმივი კომუნიკაცია, კმაყოფილების ხარისხის მონიტორინგი, წარმოქმნილი პრობლემების ოპერატიული მოგვარება;
** სადაზღვევო პროგრამასთან მუშაობა;
** პორტფელის მონიტორინგი, გაუქმებების კონტროლი, გადახდების შეხსენება;
** სადაზღვევო პროდუქტების გაყიდვების მიზნით, აქციებისა და სიახლეების გაცნობა არსებულ/პოტენციურ კლიენტებთან გამავალი ზარების მეშვეობით;
** სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება/დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
** სასურველია სასაუბრო და წერა-კითხვის უნარები ინგლისურ, რუსულ და ქართულ ენებში;
** კომპიუტერთან მუშაობის უნარი და საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office).

დაინტერესების შემთხევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@gpih.ge და წერილის გამოგზავნისას "Subject line"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (სატელეფონო გაყიდვების ოპერატორი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

საბუთების მოწოდების ბოლო ვადაა 2019 წლის 21 ივნისი.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ტესტირებისა და გასაუბრების ჩასატარებლად კანდიდატთა მხოლოდ საბოლოო შეზღუდულ რაოდენობას დაუკავშირდებიან.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |