www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დისტრიბუტორი
მომწოდებელი: დაფნა
გამოქვეყნდა: 11 ივნისი / განცხადების ვადა: 21 ივნისი

კომპანია "დაფნა" საქართველოს მასშტაბით ახორციელებს პროდუქტის იმპორტსა და დისტრიბუციას, მათ შორის ისეთი ცნობილი ბრენდების როგორიცაა: Vitam, Final, Teksun, Mariam, Azercay. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კოპმანია საქართველოში აწარმოებს ჰიგიენის საშუალებებს (ბრენდი "Sun"), ეწევა პროდუქციის დაფასოებას და ამავდროულად ქართველ მომხმარებლებს სთავაზობს მათთვის საყვარელი ბრენდის, "ჩვენი სუფრის" ნაწარმს.
საქართველოში "დაფნას" კუთვნილებაშია რამდენიმე სარეალიზაციო ობიექტი, რომელთა მეშვეობითაც მთელი ქვეყნის მასშტაბით (თბილისი, ხაშური, თელავი, ქუთაისი, ბათუმი) ახდენს პროდუქციის დისტრიბუციას. კომპანიაში დასაქმებულია 200-ზე მეტი ადამიანი.

ვაკანსიის დასახელება: დისტრიბუტორი
სამუშაო ადგილი: თბილისი, ლილოს დასახლება

ძირითადი მოვალეობები:

** ავტომანქანის დატვირთვის დროს, კომპანიის საწყობიდან პროდუქციის მითვლა და მანქანაში ჩატვირთვა.
** სავაჭრო ობიექტებზე აღებული შეკვეთების დროულად დარიგება და მითვლა სასაქონლო ზედნადების მიხედვით.
** დღის ბოლოს, ოპერატორისთვის დღის განმავლობაში მიღებული საბუთების ჩაბარება.

თანამდებობისთვის საჭირო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო განათლება.
** რუსული ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე.
** მართვის მოწმობა B, C კატეგორია.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@dapna.com.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.

განცხადების მიღების ბოლო ვადა: 21 ივნისი, 2019 წ.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |