www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ოპერატიული ჯგუფის/მოტო პატრულის თანამშრომელი
მომწოდებელი: ალგანი
გამოქვეყნდა: 11 ივნისი / განცხადების ვადა: 10 ივლისი

დაცვის კომპანია "ალგანი", რომელიც დაარსდა 2004 წელს, არის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ლიდერი კომპანია საქართველოში. დღეს "ალგანის" პორტფოლიო 5000-მდე ორგანიზაციასა და კერძო პირს მოიცავს. კომპანია ორიენტირებულია საქართველოში უსაფრთხოების თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სერვისების დანერგვასა და მიწოდებაზე. დღეისათვის ალგანში დასაქმებულია 1500-ზე მეტი ადამიანი, რომლებიც ყოველდღიურად უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

დაცვის კომპანია "ალგანი" აცხადებს ვაკანსიებს ოპერატიული ჯგუფის და მოტო პატრულის თანამშრომლის პოზიციაზე.

1. ოპერატიული ჯგუფის თანამშრომელი

მოთხოვნები:

** სქესი: მამრობითი
** ასაკი 25 წლიდან - 40 წლამდე
** სიმაღლე 185 სმ-დან
** სპორტული აღნაგობა
** აღნიშნულ სფეროში მუშაობის გამოცდილება
** სავალდებულოა მართვის მოწმობა და მანქანის მართვის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება

პირობები:

სამუშაო გრაფიკი: 3 დღეში ერთხელ 24 საათი.
ანაზღაურება: თვეში 650 ლარიდან ზემოთ (ხელზე ასაღები)

2. ოპერატიული მოტო პატრული თანამშრომელი

მოთხოვნები:

** სქესი: მამრობითი
** ასაკი 25 წლიდან - 40 წლამდე
** სიმაღლე 175 სმ-დან
** სპორტული აღნაგობა
** აღნიშნულ სფეროში მუშაობის გამოცდილება
** სავალდებულოა (მოტოციკლეტის) მართვის მოწმობა არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება.

პირობები:

სამუშაო გრაფიკი: სხვადასხვა
ანაზღაურება: თვეში 500 ლარიდან ზემოთ (ხელზე ასაღები)

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომრებზე: 2353253, 2560101 ან გთხოვთ მობრძანდეთ გასაუბრებაზე, ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით - 11:00 საათიდან 13:00 საათამდე. მისამართი: ქ. თბილისი, ბაქტერიოფაგის მიმდებარე ტერიტორია, გ. სააკაძის მე-2 გასასვლელი, ან გამოგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hrsecurity@algani.ge და ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |