www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ინვენტარიზაციის სპეციალისტი
მომწოდებელი: ჯი-თი მოტორსი
გამოქვეყნდა: 11 ივნისი / განცხადების ვადა: 10 ივლისი

შპს "ჯითი მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას ინვენტარიზაციის სპეციალისტის (მატერიალური ფასეულობების აღრიცხვისა და კონტროლის მენეჯერი) პოზიციაზე.

კომპანია "ჯითი მოტორსი" წარმოადგენს საავტომობილო ბრენდების - Jaguar, Land Rover, Ford, Suzuki ოფიციალურ წარმომადგენლობას საქართველოში. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საიტებზე: http://www.landrover-georgia.com | http://www.jaguar-georgia.com

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიაში არსებული მარაგების სწორად აღრიცხვა და ნაშთების კონტროლი;
** დადგენილი ინვენტარიზაციის პროცესის დროული და ზუსტი აღრიცხვა კანონმდებლობის შესაბამისად;
** ინვენტარიზაციის აქტის შედგენა;
** კომპანიაში არსებული პროდუქციის მუდმივ რეჟიმში აღწერა, კონტროლი და შესაბამისი აქტების მომზადება;
** ნაშთების კონტროლი და შესაბამისი რეპორტების მომზადება;
** წუნდებული პროდუქციის მდგომარეობის შეფასება, ვიზუალური დათვალიერება;
** გამოვლენილი ზედმეტობა/დანაკლისის შესახებ უშუალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება;
** სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის რეპორტების მომზადება და ანალიზი;

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ანალოგიურ თანამდებობაზე მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** Microsoft Excel-ის მაღალ დონეზე ფლობა სავალდებულოა;
** რომელიმე საბუღალტრო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

პიროვნული თვისებები:

** მაღალი პასუხისმგებლობის ქონა;
** შრომისმოყვარეობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** სამუშაოს ორგანიზებისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;

სამუშაო განაკვეთი: სრული, კვირაში 6 დღე, 10:00 სთ-დან 18:00-სთ.-მდე;
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი #155;

გთხოვთ, დაინტერესებულ კანდიდატებს გამოგზავნოთ CV ფოტოსურათით მისამართზე vacancy@landrover.ge და საგნის ველში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ინვენტარიზაციის სპეციალისტი).

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |