www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: C#/.NET პროგრამისტი
მომწოდებელი: Green Cat Agency
გამოქვეყნდა: 11 ივნისი / განცხადების ვადა: 10 ივლისი

ციფრული მარკეტინგის კომპანია "Green Cat Agency" აცხადებს ვაკანსიას C#/.NET პროგრამისტის პოზიციაზე.

დარგობრივი მოთხოვნები:

** .NET Framework-ის, C#-ის ცოდნა
** ASP.NET WebAPI / REST ან/და WCF / SOAP სერვისების ცოდნა
** HTML/Web ტექნოლოგიაზე დაფუძნებული პროგრამული ტექნოლოგიების ცოდნა და შესაბამისი პროგრამული მოდელის / ბიბლიოთეკების გამოყენების გამოცდილება

სამუშაოს მოკლე აღწერა:

** პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა და მოდერნიზაცია (ERP, CRM, CMS);
** პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირებისა და ხარისხის კონტროლი
** პროგრამული უზრუნველყოფის მუშაობის პროცესში წარმოშობილი პრობლემების აღმოფხვრა.

ყურადღებას არ ვაქცევთ:

** უმაღლეს განათლებას;
** დიპლომებს, სიგელებს, სერთიფიკატებს, რეკომენდაციებს და ა.შ.

ჩვენ გთავაზობთ:

** ანაზღაურებას 3500+ლარი (1 თვე ანაზღაურებადი სტაჟირება);
** დადებით სამუშაო გარემოს თბილისის ცენტრში, კომფორტულ ოფისში, თავისუფალ და მეგობრულ გარემოში;
** საკუთარ სტარტაპებზე მუშაობის შესაძლებლობას კომპანიის რესურსების დახმარებით (ტექნიკური, ფინანსური, ტექნოლოგიური, ადამიანური);
** სხვადასხვა გასართობ ღონისძიებას;
** მოხერხებულ სამუშაო გრაფიკს (დღის 13:00-დან საღამოს 20:00-მდე) კვირაში 2 დღე დასვენებით (დასვენების დღეებს ირჩევთ თავად წინასწარი შეთანხმებით).

გაითვალისწინე:

** ყველა შერჩეულ კანდიდატს მივცემთ სატესტო დავალებას;
** ჩვენ არ ვეძებთ "თანამშრომელს", ჩვენ ვეძებთ გუნდის წევრს;
** არ გვიყვარს სიტყვები "არ გამოვა", "ვერ ვიზამ", "შეუძლებელია";

თუ შენ აკმაყოფილებ ჩვენს მოთხოვნებს და გსურს მეგობრულ, კომფორტულ გარემოში მუშაობა, გამოგვიგზავნე რეზიუმე (ფოტოსურათით და ნამუშევრებით) ელ-ფოსტაზე: programmer@greencat.agency

ჩვენი გუნდი გისურვებს წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |