www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: ჯიესენი
გამოქვეყნდა: 11 ივნისი / განცხადების ვადა: 10 ივლისი

"ჯორჯიან სერვის ნეთვორკი" (GSN) არის ბულგარული კომპანია "Daisy Technology"-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან. ძირითადი პროდუქცია, რომლის მოწოდებასაც ახდენს კომპანია არის ფისკალური მეხსიერების მქონე სალარო აპარატი და ფისკალური პრინტერი, რომელსაც აქვს ავტომატური კავშირი შემოსავლების სამსახურთან.

ჩვენ გვაქვს 17 ფილიალი საქართველოს ყველა რეგიონში. კომპანიის სათავო ოფისი მდებარეობს თბილისში. დამატებითი ინფორმაცია ჩვენი პროდუქტებისა და სერვისების შესახებ შეგიძლოათ იხილოთ ჩვენს ოფიციალურ ვებ-გვერდზე: https://www.gsn.ge/

"GSN" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე თბილისში.

სამუშაო გრაფიკი: ნახევარი განაკვეთი.

ძირითადი მოთხოვნები:

** არ ვითხოვთ 20 წლიან სამუშაო გამოცდილებას
** ჩვენ გვჭირდება, გაყიდვების პროცესების მიმართ სწორი დამოკიდებულების მქონე და მომხმარებელთან ურთიერთობით დაინტერესებული ტალანტები.
** სასურველია ინგლისურისა და რუსულის ფლობა; კომპიუტერთან მუშაობის და სამუშაოს შესასრულებლად აუცილებელი კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Windows, MS Office, Internet, e-mail).

ჩვენ გთავაზობთ:

** მოქნილ, 5 საათიან სამუშაო გრაფიკს.
** კვირაში 2 დასვენების დღეს.
** ფიქსირებულ ანაზღაურებას, პლუს გაყიდვებიდან ბონუსი.
** დაწინაურების და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას.
** მეგობრულ გუნდს და გარემოს.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** "ჯორჯიან სერვის ნეთვორკი"-ს ოფისში მომხმარებლების დახვედრა და საჭიროებისამებრ გადამისამართება;
** კლიენტის მოთხოვნის გამოვლენა, პირველადი ინფორმაციის მიწოდება და დაკვალიანება;
** საჭიროების შემთხვევაში ინფორმაციის დაზუსტება და კლიენტისათვის მიწოდება;
** პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლების და სერვისების დეტალური შესწავლა და მომხმარებლებისთვის გაცნობა;
** პოტენციური კლიენტებისთვის პროდუქტების/სერვისების შეთავაზება/გაყიდვა;
** პოტენციურ კლიენტებთან ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის წარმართვა;
** გაყიდვების გაუმჯობესებაზე ზრუნვა და კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება;
** ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება, რაც შეიძლება უშუალოდ არ იყოს წინამდებარე აღწერაში მითითებული, მაგრამ გამომდინარეობდეს პოზიციის მიზნებიდან.

უნარები:

** დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი
** პრეზენტაციის უნარი
** კონფლიქტების მართვის უნარი
** სტრესულ სიტუაციებთან გამკლავების უნარი
** მოლაპარაკების წარმოების უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, რეზიუმე გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@gsn.ge და ელფოსტის სათაურში მიუთითოთ სახელწოდება - "გაყიდვების კონსულტანტი - თბილისი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |