www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საწყობის თანამშრომელი
მომწოდებელი: ალტაოქეი
გამოქვეყნდა: 11 ივნისი / განცხადების ვადა: 10 ივლისი

შპს "ალტაოქეი"-ს საცალო ქსელი წარმოდგენილია 13 სავაჭრო ობიექტით მთელი ქვეყნის მასშტაბით და სათავო ოფისით ქ. თბილისში. ვთანამშრომლობთ ისეთ ბრენდებთან, როგორიცაა Apple, Samsung, Asus, Intel, Canon, Sony, HP, Panasonic, Lenovo, Huawei, AEG, Zanussi, Hansa, Candy, Indesit, Ariston, და ა.შ.

"ალტაოქეი"-ს მთავარ ღირებულებას მომხმარებლების, თანამშრომლების, პარტნიორებისა და საზოგადოების კმაყოფილებაზე მუდმივი ზრუნვა წარმოადგენს. ჩვენ შევძელით, საუკეთესო ექსპერტული კონსულტაციით, სანდოობით, ბაზარზე მუდმივი სიახლეებისა და ინოვაციების დანერგვით, მოგვეპოვებინა ტექნიკის გაყიდვის სფეროში წამყვანი კომპანიის სახელი.

"ალტაოქეი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.

სამსახურის მახასიათებლები: ანაზღაურება: ფიქსირებული და საბონუსე ანაზღაურება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია უმაღლესი განათლება;

ძირითადი მოვალეობები:

** მაღაზიის მომარაგების პროცესის უზრუნველყოფა (ჩამოტვირთვა, დასაწყობება, მიღებული პროდუქტის და რაოდენობის დოკუმენტაციასთან შესაბამისობის კონტროლი);
** სავაჭრო სივრცის ტექნიკის შევსებით უზრუნველყოფა;
** გაყიდული პროდუქტების შეფუთვა;
** მაღაზიის აღწერის პროცესში ჩართულობა;

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლიანი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ენერგიული;
** ყურადღებიანი;
** ზრდილობიანი;

თუ თვლით რომ აკმაყოფილებთ ზემოდ ჩამოთვლილ პირობებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე vacancy@altaok.ge

გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "საწყობის თანამშრომელი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |