www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: Front-End Mobile დეველოპერი - ანაზღაურებადი სტაჟირება
მომწოდებელი: ორიენტ ლოჯიკი
თანდართული ფაილი: 21402_ol_app_form_9193618.zip
გამოქვეყნდა: 11 ივნისი / განცხადების ვადა: 30 ივნისი

"Orient Logic" ქართული ბრენდია. კომპანია 23 წლის წინ, 1995 წელს დაარსდა და მას მერე მომხმარებელს უწევს გარანტირებულად მაღალი ხარისხის მომსახურებას ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით. კომპანია B2B მოდელზეა ორიენტირებული და ორგანიზაციებს მაღალი ხარისხის IT-გადაწყვეტილებებით უზრუნველყოფს.

"Orient Logic" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას Front-End Mobile დეველოპერის პოზიციაზე.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** Web ან Mobile პროგრამირების ცოდნა
** HTML ან XML
** CSS
** ES6
** React ან/და React Native-ის ცოდნა სასურველია
** Component based front-end architecture-ის ცოდნა სასურველია.

კომპანია შერჩეულ კანდიდატებს სთავაზობს:

** ახალი ცოდნის მიღების საუკეთესო შესაძლებლობას საქართველოში წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიაში
** მრავალფეროვან და საინტერესო გამოცდილებას სასიამოვნო და მეგობრულ გარემოში
** პროფესიულ განვითარებას მუდმივად განვითარებად და პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდში.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა შევსებული სააპლიკაციო ფორმა უნდა გამოაგზავნონ შემდეგ მისამართზე: hr@ol.ge 2019 წლის 30 ივნისის ჩათვლით. გზავნილის ველში მნიშვნელოვანია მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება.

დავუკავშირდებით მხოლოდ პირველ ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებს.

დიდი მადლობა დაინტერესებისათვის!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |