www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დასუფთავების თანამშრომელი
მომწოდებელი: IOTA Hotels
გამოქვეყნდა: 11 ივნისი / განცხადების ვადა: 10 ივლისი

ქალაქის ცენტრში მდებარე ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო/რესტორნების კომპლექსი "IOTA Hotels" აცხადებს ვაკანსიებს დასუფთავების თანამშრომლის (ქალბატონი/მამაკაცი) პოზიციებზე.

"IOTA" - აწვდის საზოგადოებას მაღალი სტანდარტების, დახვეწილ მომსახურეობას, მყუდრო და განსხვავებულ გარემოში.

ძირითადი მოვალეობები:

** სასტუმროს ჰიგიენური და სანიტარული ნორმების დაცვა
** სასტუმროს ტერიტორიის დასუფთავება, კომპანიაში არსებული სტანდარტების მიხედვით
** კომპლექსის სრული ტერიტორიის სისუფთავის მუდმივი უზრუნველყოფა/მონიტორინგი
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

** სავალდებულოა მინიმუმ 0-1 წლიანი სამუშაო გამოცდილება დასუფთავების მიმართულებით
** უპირატესობად ჩაითვლება გამოცდილება სასტუმრო/რესტორნების მიმართულებით ანალოგიურ პოზიციაზე
** პრიორიტეტად ჩაითვლება რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა
** ორგანიზებულობა/მოწესრიგებულობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** მაღალი სტანდარტების მქონე, ხუთვარსკვლავიან სასტუმროში დასაქმებას
** მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის
** თბილ და მეგობრულ გარემოს
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ლერმონტოვის ქ. N10
ანაზღაურება: 600 ლარი + ბონუსი

თუ გსურთ, თქვენც გახდეთ ჩვენი მეგობრული და კრეატიული გუნდის წევრი, და თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები შეესაბამება აღნიშნული პოზიციისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr.iotahotels@gmail.com და წერილის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება ("დასუფთავების თანამშრომელი"), რომელზეც აგზავნით რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, შესაძლოა, არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნეს სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, ზემოთ აღნიშნულ მისამართზე.

"IOTA HOTELS" გისურვებთ კარიერულ წინსვლას და ცხოვრებისეულ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |