www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სისტემის მონიტორინგის სპეციალისტი
მომწოდებელი: ჯორჯიან ქარდი
გამოქვეყნდა: 11 ივნისი / განცხადების ვადა: 10 ივლისი

სს "ჯორჯიან ქარდი" აცხადებს ვაკანსიას სისტემის მონიტორინგის სპეციალისტის თანამდებობაზე.

ძირითადი პასუხისმგებლობები:

** რეალური გარემოს სისტემების აპლიკაციების 24/7 მხარდაჭერა და მონიტორინგი;
** ინციდენტების რეგისტრაცია, პასუხისმგებელი პირებზე ესკალირება, სტატუსის მონიტორინგი;
** ელ-ფოსტის სისტემატურად შემოწმება;
** სისტემის მონიტორინგი დადგენილი პროცედურით და შესაბამისი პირების ინფორმირება საჭიროებისამებრ;
** არასტანდარტული სიტუაციის შესახებ მენეჯმენტის დაუყოვნებლივ ინფორმირება;
** შიდა პროცედურების მკაცრად დაცვა;
** სამუშაო ადგილის, ინფორმაციის, წვდომების საშუალებათა კონფიდენციალობის დაცვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (საბანკო საქმე, საინფორმაციო ტექნოლოგიების ან ტექნიკური მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად)
** საფინანსო ან IT სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
** ქართული, ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა
** MS Office პროგრამების ცოდნა

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი
** ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი

კვალიფიციურმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ CV 10 ივლისის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: gcjobs@gc.ge

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |