www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: უნისონი
გამოქვეყნდა: 11 ივნისი / განცხადების ვადა: 20 ივნისი

სს "სადაზღვევო კომპანია უნისონი" დაფუძნდა 2011 წელს. სადაზღვევო სფეროში, მენეჯმენტის მრავალწლიანი გამოცდილებით და პროფესიონალიზმით, ძლიერი საერთაშორისო პარტნიორებით და მრავალფეროვანი პროდუქტებით "უნისონმა" სწრაფად და ადვილად მოიპოვა მომხმარებლის ნდობა და ბაზრის სოლიდური წილი.

სს "სადაზღვევო კომპანია უნისონი" მომხმარებელს სთავაზობს სადაზღვევო პროდუქტების ფართო სპექტრს საცალო და კორპორატიული დაზღვევის მიმართულებით.

სს "სადაზღვევო კომპანია უნისონი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** მარკეტინგული/საკომუნიკაციო სტრატეგიის მოკლე და გრძელვადიანი გეგმის შესრულება, კონტროლი;
** ბიუჯეტის, აქტივობების მომზადება-განხორციელება და მონიტორინგში მონაწილეობის მიღება;
** კომპანიის ბრენდის განვითარებაზე და ცნობადობის გაზრდაზე ზრუნვა;
** სოციალურ მედიაში კომპანიის იმიჯის მუდმივი კონტროლი და ზრუნვა მის გაუმჯობესებაზე;
** ბაზრის კვლევის წარმოება, არსებული და ახალი პროდუქტების მიმართ ბაზრის მოთხოვნების, ტენდენციების, მიმართულებების და ზრდის პერსპექტივების შესწავლა, SWOOT ანალიზის წარმოება;
** სარეკლამო პოლიტიკის შემუშავება, ახალი სარეკლამო აქციების და მასტიმულირებელი პროგრამების განხორციელება, სარეკლამო ღონისძიებების საკომუნიკაციო არხების შერჩევა და PR მედია გეგმის შემუშავება;
** პრეს-რელიზების, პრეზენტაციების, რეკლამების და კომერციული წინადადებების მომზადება;
** მომხმარებლის ქცევის ანალიზი მომსახურების ფორმების დახვეწა და სიახლის დანერგვა ლოიალურობის გაზრდა.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მარკეტინგის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ქართულ ენაზე გამართული წერის უნარი;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებული და ყურადღებიანი დეტალების მიმართ
** დადგენილ ვადებში მუშაობის უნარი
** აზრის გამართულად და დამაჯერებლად გადმოცემის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** დამოუკიდებელი მუშაობის, ინიციატივის გამოჩენის და გადაწყვეტილების მიღების უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა, დისციპლინირებულობა და პუნქტუალურობა.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: vacancy@unison.ge 2019 წლის 20 ივნისის ჩათვლით და თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ კანდიდატებთან, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიისთვის განკუთვნილ მოთხოვნებს.

სს "სადაზღვევო კომპანია უნისონი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |