www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: ვულე-ვუ
გამოქვეყნდა: 11 ივნისი / განცხადების ვადა: 10 ივლისი

"ვულე-ვუ" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის თანამდებობაზე.

კონსულტანტი - ჩვენი კომპანიის სახეა. სწორედ კონსულტანტების შესრულებული სამუშაოს ხარისხზეა დამოკიდებული როგორც მათი, ასევე მთელი კომპანიის წარმატება. ჩვენი კომპანიის მთავარ უპირატესობად გამოვარჩევთ უნიკალურ დიზაინს, პროდუქციის ფართო ასორტიმენტს, ფასდაკლებების მოქნილ სისტემას, განსაკუთრებულ შემოთავაზებებსა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - ჩვენს მაღაზიებში კონსულტანტების კომპეტენციას, პროფესიონალიზმსა და თავაზიანობას!

მოთხოვნები:

** განიხილება ნებისმიერი აპლიკაცია - როგორც ქალბატონებისგან, ასევე მამაკაცებისგან
** შრომისუნარიანობის მაღალი დონე
** ენერგიულობა, თავაზიანობა, სანდოობა
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** კონტაქტის დამყარების უნარი ნებისმიერ მომხმარებელთან
** კარგი მახსოვრობის უნარი
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სავალდებულო არ არის.
** სასურველია, რუსული და ინგლისური ენების ცოდნა

ვალდებულებები:

** მომხმარებლისთვის წარმოდგენილი ასორტიმენტის შესახებ კონსულტაციის გაწევა
** პარფიუმერიისა და კოსმეტიკის გაყიდვა
** პროდუქციის შესაბამისი მოთხოვნების მიხედვით განთავსება
** სამუშაო გარემოში სისუფთავისა და წესრიგის შენარჩუნებაზე ზრუნვა

სამუშაო პირობები:

** მომავალი დღის დაცულობისა და სტაბილურობის განცდა
** კანონმდებლობის შესაბამისი კონტრაქტის შეთავაზება
** მოქნილი სამუშაო განრიგი
** კომპანიაში წარმოდგენილი პროდუქციის სწავლება კომპანიის ხარჯებით
** საინტერესო და პრესტიჟული სამსახური მეგობრულ კოლექტივში
** ანაზღაურების გამომუშავების მრავალფეროვანი შესაძლებლობები
** კარიერული ზრდის გამორჩეული პროგრამა
** ექსკლუზიური შეთავაზებები ვიზაჟის მცოდნე კანდიდატებისთვის
** ანაზღაურებადი შვებულება
** დამატებითი ბონუსი - ლუქს ბრენდების აქსესუარებისა და პროდუქციის სახით
** პარიზში მოგზაურობის შანსი ლუქს ბრენდებისგან

ადგილმდებარეობა: თბილისის ცენტრალური უბნები;
ანაზღაურება: ფიქსირებული ანაზღაურება + ბონუსი, საშუალოდ ჯამში 550 ლარი;

სამუშაო საათები:

I ცვლა: 10:00-18:00;
II ცვლა: 14:00-21:00/15:00-22:00.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა 2019 წლის 10 ივლისამდე .

გამოაგზავნეთ რეზიუმე თანდართული ფოტოსურათით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@voulez-vous.ge. გთხოვთ, subject-ის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |