www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: Gallery Inn
გამოქვეყნდა: 11 ივნისი / განცხადების ვადა: 10 ივლისი

სასტუმრო "Gallery Inn" აცხადებს მზარეულის ვაკანსიას.

ასაკი: სასურველია 30 წელს ზევით

მოვალეობები:

** ადგენს და მართავს საოპერაციო ბიუჯეტს;
** ხელს უწყობს რესტორანსა და კეიტერინგის დეპარტამენტს წლიური გაყიდვების გენერირებასა და განვითარებაში;
** პასუხისმგებელია სამზარეულოსა და საკუჭნაოზე;
** უზრუნველყოფს მისდამი დაქვემდებარებული დეპარტამენტის თანამშრომლების ტრეინინგს და მეთვალყურეობას უწევს მათ განვითარებას;
** უზრუნველყოფს, რომ ყველა პოზიცია დაკომპლექტდეს კვალიფიციური კადრებით;
** მონაწილეობს ყველა სახის მენიუს შედგენაში;
** წარმოადგენს სასტუმროს, როგორც კულინარიის ექსპერტი;
** ურთიერთობს სტუმრებთან, მომხმარებლებთან, მომწოდებლებთან და კოლეგებთან;
** ადგენს მისდამი დაქვემდებარებული დეპარტამენტის თანამშრომელთა სამუშაო გრაფიკს ისე, რომ სამუშაოს დროის რომელიმე მონაკვეთი არ დარჩეს სამუშაო ძალის გარეშე;
** უზრუნველყოფს, რომ დაცული და შესრულებული იქნეს სტანდარტული საოპერაციო პროცედურები;
** შეიმუშავებს თანამშრომელთა კვების განრიგს და თანამშრომელთათვის გეგმავს სპეციალურ ღონისძიებებს;
** ყოველდღიურად ატარებს მინიმუმ 15 (თხუთმეტი) წუთიან შეხვედრებს მისდამი დაქვემდებარებული დეპარტამენტის თანამშრომლებთან.

პროფესიული გამოცდილება:

** სასურველია, საერთაშორისო/ადგილობრივ ბრენდულ სასტუმროში, შეფ მზარეულის ან შეფ მზარეულის თანაშემწის თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია საერთაშორისო სასტუმროს ან სარესტორნო ბიზნესში, სამზარეულოს მართვის კუთხით მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება.

უნარები:

** კომუნიკაბელური
** ენერგიული
** ორგანიზებული და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე
** მოტივირებული
** მიზანზე და შედეგზე ორიენტირებული
** კარგი ინტერპერსონალური და კომუნიკაციის უნარების მქონე;
** გუნდური მუშაობის უნარის ქონა

დაინტერესებულმა პირებმა გააგზავნეთ რეზიუმე ელ.ფოსტაზე info@hotelgalleryinn.com



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |