www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კატეგორიის მენეჯერი
მომწოდებელი: აგროჰაბი
გამოქვეყნდა: 12 ივნისი / განცხადების ვადა: 1 ივლისი

კომპანია "აგროჰაბი" აცხადებს ვაკანსიას კატეგორიის მენეჯერის პოზიციაზე.

"აგროჰაბი" არის, საქართველოში პირველი, ინოვაციური აგრარული ჰიპერმარკეტი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მუდმივად ჯანსაღ, ნატურალურ და ახალ პროდუქციას. ამისთვის კომპანიას გააჩნია საკუთარი ფერმები, რძის პროდუქტების ქარხანა და ათამდე დასახელების სხვადასხვა სახის წარმოება.

ძირითადი მოვალეობები:

** ადგილობრივი ბაზარზე არსებული ფასების ცოდნა, მუდმივი კონტროლი და ანალიზი;
** კომერციული სამსახურის გამართული მუშაობის უზრუნველსაყოფად საქმიანი ურთიერთობების წარმოება მომწოდებლებთან;
** ახალი პროდუქციის ხარისხის, მომწოდებლის ფასისა და სარეალიზაციო ფასის შემოწმება პროდუქციის გაყიდვაში მიღებამდე;
** ადგილობრივ ბაზარზე კომპანიისთვის საინტერესო პროდუქციის მოძიება, შესყიდვა;
** შესყიდვების პროცესის განხორციელება და კონტროლი;
** შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება;
** პროდუქციის რეალიზაციის სტატისტიკური ანალიზის სისტემატური ანალიზი;
** ყოველთვიური, სეზონური და სადღესასწაულო გაყიდვების დაგეგმვა;
** კონკურენტების ფასების კონტროლი;
** პროდუქციის ნაშთების კონტროლი;
** ხელშეკრულებებით გათვალისწინებული საქონლის მოწოდების პირობების, ვადების და მოცულობების შესრულების მონიტორინგი.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ფლობა;
** უცხო ენების ფლობა;
** საქონლის ხარისხის განსაზღვრის და სასაქონლო დანაკარგების შემცირების მეთოდების ცოდნა;
** საქონლის მოძრაობის აღრიცხვის ძირითადი პრინციპების ცოდნა;

სამუშაო გრაფიკი: სრული
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: თბილისი, მარშალ გელოვანის ქ. #22

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე hr@agrohub.ge 2019 წლის 1 ივლისის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |