www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: რეგიონული მენეჯერი
მომწოდებელი: ფინანსური ბიურო
გამოქვეყნდა: 12 ივნისი / განცხადების ვადა: 11 ივლისი

"ფინანსური ბიურო" სწრაფად მზარდი ორგანიზაციაა, რომელიც საქართველოს ბაზარზე 2015 წლიდან მოღვაწეობს. დღესდღეობით ორგანიზაციაში 300-მდე თანამშრომელია გაერთიანებული. კომპანია თანამშრომლობს სხვადასხვა მსხვილ საფინანსო ინსტიტუტებთან. ორგანიზაციის საქმიანობის სფერო პრობლემური აქტივების დამუშავებაა.

"ფინანსური ბიურო" აცხადებს ვაკანსიას რუსთავის რეგიონული მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00-დან 18:00-მდე; შაბათი 10:00-დან 15:00-მდე;
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი;
სამუშაო ადგილი: ქ. რუსთავი

სამუშაოს აღწერა:

** დაქვემდებარებული ჯგუფების მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხზე და შედეგების ზრდაზე ზრუნვა და პასუხისმგებლობა;
** ჯგუფებისათვის დაკისრებული მოვალეობების შესრულების პროცესის მონიტორინგი;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების კომპანიის შიდაგანაწესის შესაბამისად მუშაობის და დისციპლინის უზრუნველყოფა;
** ჯგუფების საქმიანობის ანალიზი და თითოეული თანამშრომლის მუშაობის შეფასების პროცესის ორგანიზება;
** პრობლემური სესხების მოგვარება და მათი აღმოფხვრისათვის საჭირო გზების ძიება;
** მონაცემთა ბაზებთან მუშაობა;
** უშუალო უფროსისგან მიღებული სხვა დამატებითი დავალებების შესრულება (კომპეტენციის ფარგლებში).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია აღნიშნულ სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; (MS Word; MS Excel; MS Outlook).

კომპეტენციები და უნარები:

** გუნდის მართვის და გუნდში მუშაობის უნარი;
** ეფექტური მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი; დამარწმუნებელი კომუნიკაცია;
** სამუშაო დროის ოპტიმალურად გამოყენების უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სტრესულ სიტუაციებთან გამკლავების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება;
** გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV შემდეგ მისამართზე: fbvacancy@fbureau.ge და "Subject"-ის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "რუსთავის რეგიონალური მენეჯერი". წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |