www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მძღოლი-კურიერი
მომწოდებელი: VIP Post
გამოქვეყნდა: 12 ივნისი / განცხადების ვადა: 11 ივლისი

შპს "ვიპ ფოსტა" აცხადებს ვაკანსიას მძღოლი კურიერის თანამდებობაზე
საკუთარი ავტომობილით.

სამუშაო ადგილი - თბილისი
ანაზღაურება - 1400 ლარი
ანაზღაურება მოიცავს საწვავის ხარჯს.

ძირითადი მოვალეობები:

** საკურიერო მომსახურების გაწევა როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული
პირებისათვის;
** სხვადასხვა სახის საფოსტო გზავნილების აღრიცხვა, ადრესატისათვის
მიწოდება და არსებული წესის შესაბამისად გადაცემა.

უნარ-ჩვევები:

** სამუშაოს დაგეგმვისა და დროის მართვის უნარი;
** სიახლის ათვისების უნარი;
** ყურადღება დეტალების მიმართ;
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობა;
** სტრესულ სიტუაციაში ეფექტურად მუშაობის უნარი.

კანდიდატთა შერჩევა:

კანდიდატები გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს:

** კანდიდატთა შერჩევა რეზიუმეებისა და კანდიდატის განაცხადის ფორმების საფუძველზე;
** გასაუბრება;
** სტაჟირება 3 დღე. (არაანაზღაურებადი)

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი 10:00-19:00 სთ.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე:hr@vippost.ge
გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ "მძღოლი კურიერი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |