www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სავაჭრო დარბაზის მთავარი ადმინისტრატორი.
მომწოდებელი: აგროჰაბი
გამოქვეყნდა: 12 ივნისი / განცხადების ვადა: 1 ივლისი

"აგროჰაბი" არის, საქართველოში პირველი, ინოვაციური აგრარული ჰიპერმარკეტი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მუდმივად ჯანსაღ, ნატურალურ და ახალ პროდუქციას. ამისთვის კომპანიას გააჩნია საკუთარი ფერმები, რძის პროდუქტების ქარხანა და ათამდე დასახელების სხვადასხვა სახის წარმოება.

კომპანია "აგროჰაბი" აცხადებს ვაკანსიას სავაჭრო დარბაზის მთავარი ადმინისტრატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ობიექტის მუშაობისთვის აუცილებელი პროცედურების მართვა, კონტროლი;
** მერჩენდაიზინგის მართვა, კონტროლი;
** ობიექტის სრული პერსონალის მართვა;
** პერსონალის სამუშაო გრაფიკის დაცვის კონტროლი;
** მომხმარებლებისთვის გაწეული მომსახურების ხარისხის კონტროლი;
** ობიექტზე დაწესებული სტანდარტების დაცვის კონტროლი;
** პერსონალის იერსახის კონტროლი;
** ობიექტზე არსებული ფასდებულების სიზუსტის კონტროლი;
** პროდუქციის ვადების კონტროლი;
** სავაჭრო ობიექტზე შეკვეთების კონტროლი;
** სავაჭრო ობიექტზე ნაშთის კონტროლი;
** ობიექტის ინტერიერის და სისუფთავის კონტროლი;
** პერსონალის ქცევის კონტროლი;
** ობიექტზე პროდუქციის დროულად და ეფექტურად განთავსების კონტროლი;
** პროდუქციის შენახვისთვის აუცილებელი ტემპერატურული რეჟიმისა და შენახვის კონტროლი;
** თანამშრომელთა დასწრება/ზეგანაკვეთურად მუშაობის ტაბელების მონიტორინგი და კონტროლი;
** ეტიკეტების და შემადგენლობების სისწორის კონტროლი;

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მომსახურების სფეროში მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** სასურველია ენების ცოდნა: რუსული, ინგლისური;
** აუცილებელია პროდუქციის ცოდნა სასაქონლო მახასიათებლების მიხედვით;
** გუნდის მართვის გამოცდილება;

პიროვნული მახასიათებლები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პრობლემის დროულად მოგვარების უნარი;
** დაკვირვებულობა და ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** გადაწყვეტილების დამოუკიდებლად და სწრაფად მიღების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** დროის მენეჯმენტი;
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი.

სამუშაო გრაფიკი: სრული

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე hr@agrohub.ge 2019 წლის 1 ივლისის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |