www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სტაჟირება
მომწოდებელი: Svitzer
გამოქვეყნდა: 12 ივნისი / განცხადების ვადა: 20 ივნისი

"სვიცერ ჯორჯია" არის A.P. Moller - Maersk გლობალური ჯგუფის ნაწილი და წარმოდგენილია საქართველოს უდიდეს მრავალმიზნობრივ ნავსადგურში, რომელიც ახორციელებს გემების საბუქსირე მომსახურეობას.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ იხილოთ ვიდეორგოლი და ეწვიოთ ჩვენს ვებ-გვერდს: https://www.svitzer.com/

საერთაშორისო ცოდნისა და გამოცდილების მქონე პროფესიონალების მომზადების მიზნით, კომპანია აცხადებს სტაჟირებას მატროსის პოზიციაზე, რომლის მთავარი ამოცანაა ფუნქციური ცოდნის, სწორი მიდგომების, სიახლეების ათვისების უნარისა და პოტენციალის მქონე კურსდამთავრებულის / დამამთავრებელი კურსის სტუდენტის მოზიდვა და განვითარება.

თუ ხართ განვითარებაზე ორიენტირებული, ნიჭიერი დამწყები სპეციალისტი და გსურთ გამოცდილება მიიღოთ საერთაშორისო სტანდარტების საბუქსირე ოპერაციებში მონაწილე მცურავ საშუალებებზე და გარკვეული წვლილი შეიტანოთ პროცესების უსაფრთხოებისა და პროდუქტიულობის ამაღლებაში, აღნიშნული სტაჟირების შესაძლებლობით, კომპანია გთავაზობთ:

** საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო პროცესს
** ძლიერი მხარეების გამოვლენისა და მათი შემდგომი განვითარების შესაძლებლობას
** საინტერესო გამოწვევებს და საზღვაო მომსახურებების სიღრმისეულად გაცნობის შესაძლებლობას
** თანამშრომლების უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე და გარემოს დაცვაზე ორიენტირებული გარემოს გაცნობის შესაძლებლობას
** მრავალფეროვნებისა და ჩართულობის პრინციპსა და კორპორაციულ ღირებულებებზე დაფუძნებულ ღია სამუშაო კულტურას, დინამიურ, საერთაშორისო გარემოში
** რეალური კარიერული შესაძლებლობებისთვის მომზადებას

მონაწილეს უნდა ჰქონდეს შემდეგი აუცილებელი კვალიფიკაცია და უნარ-ჩვევები:

** საზღვაო ნავიგაციის ფაკულტეტის კურსდამთავრებული / დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (ძირითადი მიზნობრივი სეგმენტი)
** განვითარებაზე ორიენტირებულობა, ცნობისმოყვარეობა, სწრაფი ათვისების უნარი და ორგანიზებულობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა და ქმედებებზე ორიენტირება
** წინდახედულობა და ენერგიულობა
** მოტივირებულობა და სიახლეებისადმი გახსნილობა
** კონკურენტულ სამუშაო კულტურასთან მაქსიმალური თანხვედრა - კრიტიკული აზროვნება, მიზანდასახულობა, ღია კომუნიკაცია, გუნდური მუშაობა
** შესაბამისი ტექნიკური / პროფესიული ცოდნა, მათ შორის ანალიტიკური უნარ-ჩვევები
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე დონა;
** სამუშაო კომპიუტერული უნარები.

წარმატებული კანდიდატი გაივლის შემდეგ შერჩევის საფეხურებს:

** სააპლიკაციო ფორმებისა შეფასება ზემოთ მოცემული კვალიფიკაციისა და უნარ-ჩვევების მიხედვით
** შერჩეული კანდიდატების ტესტირება - ფსიქოლოგიური და ლოგიკური აზროვნების ინდექსები
** ინდივიდუალური გასაუბრება

პროგრამის მონაწილეები უზრუნველყოფილი იქნება კონკურენტული სარგებლით:

** სიცოცხლისა და უბედური შემთხვევების დაზღვევა
** კვების თანხის ანაზღაურება

სტაჟირების ადგილი - ფოთი.

"სვიცერ ჯორჯია" მოწოდებულია ხელი შეუწყოს სამუშაო ძალის მრავალფეროვნებას სქესის, ეთნიკური წარმომავლობის, რელიგიური თუ პოლიტიკური შეხედულებებისა თუ კულტურის კუთხით. შესაბამისად, დასაქმების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ობიექტურ შერჩევის კრიტერიუმებზე დაყრდნობით და გამოირიცხება ნებისმიერ სახის დისკრიმინაცია, საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად.
კანდიდატების მიერ გაგზავნილი მონაცემები "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული სახის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ ამგვარი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება შერჩევის პროცესის ფარგლებში, კანდიდატებთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი CV მისამართზე careerpoti@apmterminals.com და წერილის სათაურში მიუთითოთ პროგრამის დასახელება - Internship Svitzer Georgia.

განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 20 ივნისი 18:00 საათამდე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |